ფილიპსის მრუდი (ინგლისურად The Phillips curve) არის მათემატიკური ფუნქცია, რომელიც გრაფიკულად გამოხატავს კავშირს ქვეყანაში არსებულ ინფლაციის დონესა და უმუშევრობას შორის. ფილიპსის მრუდი სახელს ცნობილი ახალზელანდიელი ეკონომისტის ბილ ფილიპსის გამო ატარებს, რადგან მან შეიმუშავა აღნიშნული მრუდი.
ფილიპსის მრუდის თანახმად, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაციის მაღალ ტემპს უმუშევრობის დაბალი დონე უნდა ახლდეს და პირიქით, ინფლაციის დაბალ ტემპს მაღალი უმუშევრობის დონე. მთავარი ლოგიკა ის არის, რომ როდესაც უმუშევრობა იზრდება, საქონელსა და მომსახურებაზე მოთხოვნა მცირდება და ფასები არ იზრდება. პრაქტიკამ დაადასტურა, რომ ფილიპსის მრუდი გარკვეულ პირობებში მუშაობს მოკლე პერიოდის სიტუაციის რეგულირებისას. გრძელვადიან პერიოდში საპირისპირო შედეგიც შეიძლება მივიღოთ – მაღალმა ინფლაციამ საბოლოოდ უმუშევრობაც გაზარდოს.
დატოვე კომენტარი