ბიტკოინის ფასმა ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

ბიტკოინის ფასმა ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტოვალუტის, ბიტკოინის ფასის მზარდი ტენდენცია კვლავ გრძელდება. ცოტა ხნის წინ მისმა ღირებულებამ ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და LSEG-ის მონაცემების მიხედვით $70,488 შეადგინა.

ფასის მატებას ETF-ით ვაჭრობის შედეგად კაპიტალის ზრდა განაპირობებს. შეგახსენებთ, აშშ-ის ფასიანი ქაღალდების ბაზრის მარეგულირებელმა (SEC) ბიტკოინის პირველი გაცვლითი სავაჭრო ფონდები იანვრის დასაწყისში (ETF) დაამტკიცა.

ღირებულების მკვეთრი ზრდა იმის დამსახურებაცაა, რომ ბიტკოინის შესყიდვით ბოლო პერიოდში მსხვილი ინვესტორები და ფინანსური ინსტიტუტები უფრო აქტიურად ინტერესდებიან.

შეგახსენებთ, გასულ წლებში უდიდესი კრიპტობირჟების გაკოტრებისა და სხვა გარემოებების ფონზე, 2021 წლის ნოემბრის პიკის შემდეგ ბიტკოინის ღირებულება $16,00-მდეც კი ჩამოვიდა.