ევროპის ყველაზე მასშტაბური ლიბერალური ღონისძიება საქართველოში ჩამოდის | რიგით მე-12 LibertyCon Europe-ი 19-21 აპრილს თბილისში ჩატარდება

ევროპის ყველაზე მასშტაბური ლიბერალური ღონისძიება საქართველოში ჩამოდის  | რიგით მე-12 LibertyCon Europe-ი 19-21 აპრილს თბილისში ჩატარდება

ევროპის ყველაზე მასშტაბური ლიბერალური ღონისძიება საქართველოში ჩამოდის. რიგით მე-12 LibertyCon Europe-ი 19-21 აპრილს თბილისში ჩატარდება.

ღონისძიებას უმასპინძლებს “Students For Liberty“, რომელიც ყველაზე დიდი სტუდენტური ლიბერალური ორგანიზაციაა მსოფლიოში. LibertyCon Europe-ს დაესწრება 800-ზე მეტი მონაწილე და 50-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაცია.

ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში არსებულ პროდასავლურ მოძრაობებს ევროინტეგრაციის პროცესსა და 2024 წლის არჩევნებში.

ღონისძიების სპიკერებს შორის იქნებიან: ლეშეკ ბალცეროვიჩი, სტელა ასანჟი, დევიდ ფრიდმანი, დარონ აჯემოღლუ, ტომ პალმერი, დენის პორტერი, ზურაბ ჯაფარიძე, ნიკა გვარამია, გია ნოდია, ფადი ასლი, ნიკო ნერგაძე, ჯიმშერ რეხვიაშვილი, ნინო დოლიძე, ეკა გიგაური, თამარ კინწურაშვილი, ელენე ხოშტარია, პაატა გაფრინდაშვილი, ა.შ. მომხსენებლები ისაუბრებენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა საქართველოს ევროინტეგრაცია, თავისუფალი ბაზარი, ბრძოლა რუსულ ავტორიტარიზმთან, ტექნოლოგიები, აქტივიზმი, ადამიანის უფლებები საქართველოში,  მედიის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება, ა.შ.

LibertyCon Europe დაიწყება 19 აპრილს, Stamba Hotel Rooftop-ზე მიღებით. 20 აპრილს კონფერენცია ჩატარდება Factory Tbilisi-ში, რომლის განმავლობაშიც ასევე ვუმასპინძლებთ პროდასავლური ორგანიზაციების გამოფენას. 21 აპრილს, LoveBar-ში, კონფერენცია გარდაიქმნება ფესტივალად, სადაც მოეწყობა დისკუსიები, კინოჩვენებები, გამოფენა და სხვადასხვა გასართობი ღონისძიება.

მეტი ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს