იანვარ-მარტში ექსპორტი 9.3%-ით, იმპორტი კი 5.3%-ით შემცირდა

იანვარ-მარტში ექსპორტი 9.3%-ით, იმპორტი კი 5.3%-ით შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 4.7 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 6.5 პროცენტით ნაკლებია.

წლის პირველ სამ თვეში ექსპორტი 1.3 მლრდ აშშ დოლარი იყო (შემცირდა 9.3 პროცენტით), ხოლო იმპორტი 3.4 მლრდ აშშ დოლარი (შემცირდა 5.3 პროცენტით).

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.6 პროცენტია.

წყარო: საქსტატი