საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2024 წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 278.5 მლნ აშშ დოლარი (746.8 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 36.5%-ით (160 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2023 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
53 მლნ აშშ დოლარის ფულადი გზავნილებით პირველ ადგილზე კვლავ რუსეთის ფედერაციაა – მისი წილი მთლიან მოცულობაში 19%-ს შეადგენს, თუმცა გადმორიცხვები წლიურად 76.3%-ითაა შემცირებული.
ფულადი გზავნილების მიხედვით უმსხვილესი ქვეყნების ათეული და გადმორიცხული თანხების მოცულობის წლიური ცვლილება ამგვარია:
- რუსეთი – 53 მლნ აშშ დოლარი (-76.3%)
- იტალია – 46.7 მლნ აშშ დოლარი (+7.5%)
- აშშ – 44.8 მლნ აშშ დოლარი (+24.4%)
- ისრაელი – 21.1 მლნ აშშ დოლარი (+12.5%)
- საბერძნეთი – 21 მლნ აშშ დოლარი (+7.1%)
- გერმანია – 20 მლნ აშშ დოლარი (+14.8%)
- ყაზახეთი – 11.8 მლნ აშშ დოლარი (+32.3%)
- თურქეთი – 8.2 მლნ აშშ დოლარი (-19.5%)
- ესპანეთი – 5.7 მლნ აშშ დოლარი (+14.6%)
- ირლანდია – 5.1 მლნ აშშ დოლარი (+53.8%)
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მესამე თვეში საქართველოდან საზღვარგარეთ 29.3 მლნ აშშ დოლარი (78.6 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან (30.5 მლნ აშშ დოლარი) შედარებით 3.8%-ით ნაკლებია.