„კორპორაცია ქინძმარაული“, რომელიც ისტორიული ყვარლის ციხის ტერიტორიაზე მდებარეობს, ერთ-ერთი უძველესი მეღვინეობაა საქართველოში. კომპანიას 26-ზე მეტი სახეობის ალკოჰოლური სასმელი მსოფლიოს 26 ქვეყანაში გააქვს, სხვებისგან კი ის გამოარჩევს, რომ რუსულ ბაზარზე დამოკიდებული არაა და ხარისხს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს. საწარმოს ისტორიის, ქართული ღვინის სექტორისა და სამომავლო გეგმების შესახებ მის დამფუძნებელ თამაზ კენჭოშვილს ვესაუბრეთ.
რას გვეტყვით „კორპორაცია ქინძმარაულის“ ისტორიაზე – რამდენი წელია, რაც ბაზარზე ხართ?
„კორპორაცია ქინძმარაულის“ ისტორია იწყება 1533 წლიდან, მაშინ ყვარლის ციხესიმაგრესთან ერთად მარანიც აშენდა. სწორედ აქ იყო ყველაზე დიდი მარანი, რომელიც მეფეს ეკუთვნოდა. როდესაც საქართველოში ბოლშევიკები შემოვიდნენ და მიწების ჩამორთმევა დაიწყეს, ყურძენი სადმე ხომ უნდა ჩაებარებინათ და ამიტომ გახსნეს დამზადების პუნქტი.
ყვარლის რაიონში ააშენეს პირველი ქარხანა, რომელსაც წითელმარანი ერქვა. ზოგი ფიქრობს, რომ სახელი წითელი ყურძნის გამო ერქვა, სინამდვილეში კი წითელი არმიის შემოსვლას უკავშირდებოდა. მომდევნო წლებში ის ყვარლის სათავო ქარხნად იქცა და 1987 წელს ხელმძღვანელად გადმომიყვანეს. ილია ჭავჭავაძის 150 წლისთავთან დაკავშირებით ამავე ტერიტორიაზე აშენდა მაშინდელი ყვარლის რაიკომის შენობა. ქარხანა კი, როგორც ყველაზე ძველი და უპერსპექტივო, იჯარით გასცეს.
შეგვპირდნენ, ფულსაც მოგცემთ და ნედლეულსაცო, თუმცა, რასაკვირველია, არაფერი მოუციათ. იმ პერიოდში აქ ღვინო კი არა, ღვინის ლექიც კი არ ყოფილა. დანგრევას აპირებდნენ, თუმცა წინააღმდეგობას სიჯიუტით ვხვდებოდით და ორთქლმავალივით წინ მივდიოდით. საბოლოო ჯამში, საქართველოში არსებული ქარხნებიდან თითქმის ყველა გაიყიდა ან დაანგრიეს, მაგრამ ჩვენ გადავრჩით და დღესაც ვმუშაობთ.
სადაა თქვენი ვენახები ტერიტორიულად, რამდენი ჰექტარია და რა სახეობის სასმელს აწარმოებთ?
ჩვენი ძირითადი ვენახები არის ძირძველი ქინძმარაულის ტერიტორიაზე. ამ ტერიტორიის 80%-ზე მეტს სწორედ ჩვენ ვფლობთ. მიწების მთლიანი ფართობი 300 ჰექტარამდეა, მაგრამ ვენახები 150-160 ჰექტარზეა გაშენებული ძირძველი ქინძმარაულის ტერიტორიაზე.
ვაწარმოებთ 26 სახეობამდე ღვინოს, ასევე პეტნატს, შუშხუნა ღვინოს, ჭაჭასა და ბრენდს, რომელიც არაფრით ჩამოუვარდება სხვებს, თუ მათზე უკეთესი არაა. საქართველოში სულ ორი საწარმოა, რომელთაც ძველი სპირტები აქვს – ერთი „სარაჯიშვილია“, მეორე – ჩვენ.
რა წილი აქვს ექსპორტს თქვენს გაყიდვებში და რომელია უმსხვილესი საექსპორტო ბაზრები?
საინტერესოა, რომ საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ ღვინის პირველი ექსპორტიორი ქარხანა ჩვენ ვიყავით. ამერიკაში პროდუქციის გატანა 1997 წელს დავიწყეთ და დღესაც ვყიდით, თუმცა უნდა ითქვას, რომ მაშინდელი ხელისუფლების მხრიდან მრავალი პრობლემა გვექმნებოდა. საერთო ჯამში, მთლიანი წარმოების 97% მსოფლიოს 26 ქვეყანაში გადის ექსპორტზე. მთავარი ბაზარი ევროპაა, ძირითადად – გერმანია, ასევე ამერიკა და კანადა.
რუსეთის ბაზარზე ორიენტირებულები არ ვართ, რადგან ის ძალიან არაპროგნოზირებადია. ჯერ კიდევ 2006 წლის ემბარგოს დროს ნახევარ მილიონ დოლარზე მეტის პროდუქცია დავკარგეთ და მინიმალურ მოგებაზე მუშაობა მოგვიწია. ამიტომ არ მაქვს რუსეთში გაყიდვის სურვილი, თუ წინასწარ არ გადაიხდიან, ასე კი ძალიან იშვიათად ხდება. წელიწადში, მაქსიმუმ, 3-4 კონტეინერი გადის, რაც მთლიანი წარმოების 1%-ია. რა დიდი ბაზარიც არ უნდა იყოს, მეტის სურვილი არც მაქვს.
ბევრ ქართველ მეღვინეს, მათ შორის, შედარებით მცირე ზომის, დამწყებ მარნებს უჭირთ ევროპაში ღვინის გატანა. რა პრობლემებია ამ კუთხით?
პირველი პრობლემა ხარისხია, მაგრამ ასევე დიდი პრობლემაა მენტალიტეტი, ერთმანეთს კონკურენტებად აღვიქვამთ და ერთიმეორეს ფეხს ვუდებთ. მსოფლიო გრანდებთან კონკურენცია ძალიან რთულია და სწორედ ამიტომ უნდა ვეხმარებოდეთ ერთმანეთს. რაც უფრო მეტად გაიზრდება ცნობადობა და მეტი ღვინის ქარხანა მიიღებს გამოფენებში მონაწილეობას, მით უფრო მარტივი იქნება ევროპის ბაზარზე შესვლა. ერთის ცნობადობა მეორისასაც გაზრდის.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ამ პროცესს დააჩქარებს. რაც არ უნდა თავი ვიწონოთ ჩვენი მამა-პაპებით, ცივილიზაცია ევროპისგან მოდის. ილიამ თქვა: „მოვიკლათ წარსულ დროებზე დარდი, ჩვენ უნდა ვსდიოთ ახლა სხვა ვარსკვლავს“. ახლაც ასეა, ყოველთვის ახლის შექმნაზე უნდა ვიზრუნოთ.
როგორია თქვენი პროდუქციის ფასები და რომელი სახეობის ღვინოზეა ყველაზე დიდი მოთხოვნა?
ჩვენგან ექსპორტზე გასაგზავნი ღვინის საშუალო ფასი 3 დოლარის ფარგლებშია. თუმცა არის ღვინოები, რომლებიც 100, 200 თუ 500 დოლარიც ღირს. ძირითადი მოთხოვნა წითელ მშრალ ღვინოზეა, თუმცა ნებისმიერ ხარისხიან ღვინოს საკუთარი ბაზარი ყოველთვის ექნება.
იზრდება თუ მცირდება ქართული ღვინის ფასი?
ფასებმა, სავარაუდოდ, დაიკლო. კი, ბევრი ქარხანა აშენდა, მაგრამ რადგან გამოცდილება არა აქვთ, ხშირად კოტრდებიან და იძულებულნი არიან, ეს ღვინო იაფად გაყიდონ.
ქარხნების ასაშენებლად სახელმწიფომ სუბსიდიები გასცა და ჩვენთან ალბათ 40-50 ქარხანაც აშენდა, მაგრამ როდესაც ყურეძენი მიიღეს და გადაამუშავეს, აღმოაჩინეს, რომ ვეღარ ყიდიან და რაც დაუჯდათ, იმაზე ნაკლებ ფასს ადებენ. ეს, ცხადია, ბაზარს აფუჭებს. ამგვარი მდგომარეობა იყო ვენახების გაშენებისთვის სუბსიდიების გაცემისას, ყურძენი მოიყვანეს, თუმცა გაყიდვა ვეღარ შეძლეს.
რთვლის სუბსიდირებას მრავალი უარყოფითი მხარე აქვს, თუმცა მთავრობა ამაზე კვლავ მილიონობით ლარს ხარჯავს. 2023 წელს „კორპორაცია ქინძმარაულმაც“ შეიძინა 500 ტონამდე ყურძენი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში. მიგაჩნიათ თუ არა სუბსიდიები საზიანოდ?
კი, მეც ვისარგებლე. უფრო სწორად, იძულებული ვიყავი მესარგებლა, მაგრამ აუცილებლად უნდა ითქვას, რომ სუბსიდირება ბაზარსაც ანგრევს, ხარისხსაც აფუჭებს და კონკურენციასაც სპობს. ამის სანაცვლოდ რაიონში გზები დააგონ და სკოლები ააშენონ! ეს ხომ ჩვენი ჯიბიდან გადახდილი თანხაა, რომელიც ბიუჯეტიდან იხარჯება.
სუბსიდირებას რომ თავი დავანებოთ, არც სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა გვჭირდება. 75 წლის ვარ და, ჩემი დაკვირვებით, სანამ მის გამოყენებას დაიწყებდნენ, ყვარელში სეტყვა იშვიათად იყო, ამის შემდეგ კი ყოველ წელიწადსაა. ოღონდ მოგვაშორონ და „მაღარიჩი“ ჩემზეა.
როგორია ცოდნის ხარისხი ქართულ მეღვინეობაში?
90-იან წლებში, როდესაც პრაქტიკა გერმანიაში გავიარე, მივხვდი და შემრცხვა, რომ არაფერი არ ვიცოდი. არადა. წასვლამდე მეგონა, რომ მეღვინეობა კარგად ვიცოდი. როცა ჩამოვედი და ვთქვი, არ ვიცით მეღვინეობა-მეთქი, ყველამ დამცინა, მაგრამ მე ამ „არცოდნამ“ მომცა განვითარების ბიძგი.
90-იან წლებთან შედარებაც არ შეიძლება, მაშინ ჯერ კიდევ რკინის ფარდა იყო ჩამოფარებული. დღეს მდგომარეობა საგრძნობლად გამოსწორდა, ძალიან წავიდა წინ ქართული მეღვინეობა, მაგრამ ცოდნის დონით, ვენახებით, ტექნოლოგიით თუ დისციპლინით მაინც ჩამოვუვარდებით ევროპას. ამიტომ უნდა წავიდეთ, ვისწავლოთ და ახალი ტექნოლოგიები ჩამოვიტანოთ.
ღვინის ინდუსტრიაში მრავალწლიანი გამოცდილება გაქვთ. რა რჩევას მისცემდით დამწყებ მეღვინეებს?
პირველ რიგში, უნდა გაერთიანდნენ, შექმნან თანამეგობრობა, ასოციაცია და შეთანხმებულად იმოქმედონ. შრომას, მუშაობას და წვალებას ყოველთვის აქვს კეთილი ბოლო. ვინც ყველაზე დიდი შრომა ჩადო მეღვინეობაში, სწორედ მან მიაღწია შედეგს. მთელი ჩემი სიცოცხლე ამ სფეროში ვარ და ძალიან იშვიათად ამიღია დივიდენდი, მთელ მოგებას წარმოებაში ვაბრუნებდი, რადგან განვითარების, სიახლეების გარეშე არაფერი არ გამოვა.
როგორია „კორპორაცია ქინძმარაულის“ სამომავლო ხედვა?
სიმართლე გითხრათ, წარმოების გაფართოების არც სურვილი გვაქვს და არც ამბიცია. ჩვენი მიზანი ხარისხის შენარჩუნება და კიდევ უფრო გაზრდაა. სწორედ ამ მიზნით დავიწყეთ მწვანე რთველი – ივლისის ბოლოს, აგვისტოს დასაწყისში ნახევარ მოსავალს ვკრეფთ და ძირს ვყრით, რომ მაღალი ხარისხის ღვინო მივიღოთ. ხარისხი, ისევ ხარისხი და განსაკუთრებული ხარისხი – ესაა ჩვენი ხედვა.
დატოვე კომენტარი
Jusst wish to ssay your artice iis ass astounding. The clariity iin yoour post iis simpy col
and i coud assume you arre aan expert on this subject.
Welll with your permission allow me to grab youhr RSS feed to
keep updated with forrthcoming post. Thasnks a million annd please carrdy onn
the rewarding work.
Hello! I could have sworn I’ve been to this website before but after checking through some of the post I realized it’s new to me. Nonetheless, I’m definitely glad I found it and I’ll be book-marking and checking back often!
I appreciate, cause I found exactly what I was looking for. You have ended my four day long hunt! God Bless you man. Have a great day. Bye
Hello There. I found your weblog the use of msn. This is an extremely neatly written article. I’ll be sure to bookmark it and return to learn extra of your helpful information. Thanks for the post. I’ll certainly return.
I like what you guys are up also. Such clever work and reporting! Carry on the excellent works guys I have incorporated you guys to my blogroll. I think it’ll improve the value of my web site 🙂
I’d have to examine with you here. Which is not one thing I usually do! I take pleasure in reading a post that may make folks think. Additionally, thanks for permitting me to comment!
What a stuff of un-ambiguity and preserveness of precious familiarity regarding unpredicted emotions.
Useful info. Fortunate me I discovered your web site by accident, and I am shocked why this accident didn’t took place in advance! I bookmarked it.
Appreciate the recommendation. Will try it out.