ბავშვთა დაცვის დღე შუმბა ლენდისთვის განსაკუთრებული თარიღია. ამ დღეს, ვაკის პარკში არსებული გასართობი სივრცე ათასობით პატარას მრავალფეროვანი და განსაკუთრებული თავგადასავლის მონაწილეს ხდის. შუმბალენდში ამ თარიღისთვის მთელი წლის განმავლობაში ემზადებიან. წელს გასართობი პარკი საქართველოს ბანკის 1 ივნისის კამპანიაშიც ჩაერთო და სტუმრებისთვის Ads მენეჯერით ქეშბექის შეთავაზება შექმნა. ამ სტატიაში ელენე ქორიძე, შუმბა ლენდის მარკეტინგის მენეჯერი, კომპანიის ისტორიასა და 1 ივნისის კამპანიაზე გვიამბობს.
„ჩვენი ქალაქი გასართობი პარკებითა და საბავშვო ატრაქციონებით განებივრებული ნამდვილად არ არის,“ — ამბობს ელენე ქორიძე. სწორედ ამ დანაკლისის გამო გაჩნდა იდეა, ახალი სიცოცხლე შეეძინათ ვაკის პარკისთვის — ადგილისთვის, რომელიც ყველასთვის საყვარელია. რაც შეეხება სახელს, ის სივრცეს თბილისის ზოოპარკის ყოფილი ბინადარის, პატარა ლომის, შუმბას საპატივცემულოდ დაერქვა. თუმცა აღსანიშნავია, რომ შუმბალენდის მთავარი გმირები ასევე არიან შუმბას მეგობრები ბეგი და კარაკული.
შუმბა ლენდი ბავშვებისთვის შექმნილი მინიატურული სამყაროა, სადაც ფანტაზია რეალობას ხვდება — უსაფრთხო, სახალისო და მრავალფეროვანი ატრაქციონებით. აქ ყოველი დეტალი ბავშვთა გამოცდილებაზე და ემოციურ კავშირზეა გათვლილი.
„ჩვენი კონცეფცია მხოლოდ გართობით არ შემოიფარგლება — ჩვენ ვცდილობთ, ბავშვებს მივცეთ თვითგამოხატვის, თავგადასავლის განცდის და მეგობრული გარემოს პოვნის გამოცდილება. ჩვენთან ძალიან ხშირად იმართება სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი ღონისძიება, ხელნაკეთი ნივთების ბაზრობები, რითაც ასევე ვცდილობთ, ადგილობრივ მცირე ბიზნესს დავეხმაროთ”, — ამბობს ელენე.
შუმბა ლენდი მუდმივად ცდილობს, საკუთარი სერვისები ბავშვებისა და ოჯახების ინტერესებზე მოარგოს, - „მუდმივად ვმუშაობთ სხვადასხვა პაკეტურ შეთავაზებაზე, რაც, ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის ჩვენთან სტუმრობას. ამასთან, ჩვენი გუნდი შშმ ბავშვებს სრულიად უსასყიდლოდ მასპინძლობს“.
ოჯახებისთვის დამატებითი შესაძლებლობების გაზიარების მიზნით, კომპანია საქართველოს ბანკის კამპანიაში ჩაერთო, რომლის ფარგლებში, კვების ობიექტებს, გასართობი ცენტრებს, აქსესუარების, სათამაშოების ან საკანცელარიო ნივთების მაღაზიებს შესაძლებლობა მივეცით, 1 ივნისისთვის 30%-იანი ქეშბექის შეთავაზება შეექმნათ sCool Card-ის მფლობელებისთვის ან 20%-იანი PLUS ქულების ქეშბექი, ბანკის სრული დაფინანსებით.
„ჩვენი ყოველდღიურობა სავსეა სხვადასხვა გამოწვევით, იქნება ეს სამსახურებრივი, ფინანსური, თუ შვილებთან გატარებული დროის დეფიციტი; შესაბამისად, მშობლებს, რომლებსაც სურდათ, ბავშვთა დღე შვილებთან ერთად გაეტარებინათ და ეს დღე დაუვიწყარ დღესასწაულად ექციათ, გვინდოდა ამის შესაძლებლობა მიგვეცა — საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და ქეშბექის მეშვეობით.
როგორც ელენე აღნიშნავს, ყოველწლიურად 1 ივნისი შუმბა ლენდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია — ამ დღეს სტუმრებს გასართობი აქტივობებითა და შემცნებითი პროგრამებით ანებივრებენ.
წელს, 1 ივნისს, შუმბა ლენდში “Meko Studio”-ს კონცერტი გაიმართა, პატარების განწყობაზე სხვადასხვა გმირებმა იზრუნეს, ასევე გაიმართა საპნის ბუშტების შოუ, აზოტ შოუ, ყინულის შოუ და ილუზიონისტის შოუ. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალი იყო.
მომვალ წლებში კი იგეგმება, რომ შუმბა ლენდი კიდევ უფრო მრავალფეროვან სივრცედ იქცეს — შეიძინოს არა მხოლოდ ატრაქციონების პარკის, არამედ საგანმანათლებლო და შემოქმედებით სივრცის დანიშნულება. აქ, თამაშთან ერთად, ბავშვები თანაგრძნობას, გარემოზე ზრუნვას, გუნდურობასა და საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენას ისწავლიან. სივრცეს დაემატება სხვადასხვა თემატური ზონები — მეცნიერების, ბუნების, კულტურის ინსპირაციით; გეგმაშია სპორტული აქტივობების ზონების განვითარება; შუმბა ლენდი უმასპინძლებს საბავშვო ფესტივალებსა და საგანმანათლებლო აქტივობებსაც, საბოლოო ჯამში კი მათი სურვილია, შუმბა ლენდი ოჯახებისთვის დროის სასიამოვნოდ გატარებისთვის გამორჩეულ სივრცედ იქცეს.
S