„ბიგ მაკის ინდექსი“ (ინგლისურად Big Mac Index) არის ფასების ინდექსი, რომელსაც ცნობილი ბრიტანული გამოცემა The Economist-ი 1986 წლიდან აქვეყნებს. ის სხვადასხვა ქვეყნის ვალუტების მსყიდველობითი უნარის გამოსათვლელად გამოიყენება, მსყიდველობითი უნარის პარიტეტის (PPP) გამოთვლის გამარტივებული გზაა. უფრო კონკრეტულად, „მაკდონალდსის“ ბიგ მაკის ბურგერის ფასები დარდება ქვეყნების მიხედვით.
მაგალითად, 2023 წელს შვეიცარიაში ბიგ მაკი ღირდა 6.70 შვეიცარიული ფრანკი, ხოლო აშშ-ში 5.58 აშშ დოლარი. ანუ შვეიცარიაში 1.2-ჯერ მეტი ღირდა, რაც ნიშნავს, რომ აშშ-ში დახარჯულ დოლარს შვეიცარიაში დახარჯულ ფრანკზე 1.2-ჯერ მეტი მსყიდველობითი უნარი ჰქონდა.
"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".