ფოტო: ირმა შარიქაძე
გუშინ, თანამედროვე გასტრონომიულმა დუქანმა “რიგი“, სტუმრებისთვის პირველად გააღო კარი. ეს არის ადგილი, სადაც ძველთბილისური რიგები, გემო და გასტრონომია, ახლებური ხედვით გაცოცხლდება თანამედროვეობაში.
მას შემდეგ, რაც თბილისის გულში, ზაარბრიუკენის მოედანზე მდებარე სახაბაზო “პური გულიანი“, კარგად ნაცნობ, გულიანი მასპინძლობის ადგილად იქცა თბილისელებისა და დედაქალაქის სტუმრებისათვის, მისი შემქნელები კიდევ ერთი, გამორჩეული კონცეფციის მქონე სივრცეს სთავაზობს ქალაქს.
რიგი, სტუმარმასპინძლობის სფეროში ერთ-ერთი წამყვანი კომპანია “ჯი-ემ-თი ჯგუფის” მორიგი გასტრონომიული პროექტია, რომლის კონცეფციისა და ბრენდინგის შექმნაზე, კვების საკონსულტაციო ბიზნეს სააგენტო – “გასტრონავტმა” იმუშავა.
“რიგის“ კონცეფცია ქალაქური გემოებისა და ძველთბილისური ბაზრის იდეას აერთიანებს, სადაც თბილისური გასტონომიული კულტურა და ქალაქური ხასიათი, რიგიანად შეერწყა თანამედროვეობის მოთხოვნებს.
ჯი-ემ-თი ჯგუფის მიერ საკუთარ სოციალურ პასუხისმგებლობად აღებულ ამოცანებს შორის, ქართული გასტრონომიის განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. შესაბამისად, მთლიანად ჯგუფისა და რიგის, როგორც ბრენდის გამოწვევაა, ხელი შეუწყოს თბილისური და ზოგადად, ქართული სამზარეულოს ახლებურად გაცოცხლებასა და მისი გასტრონომიული ღირებულების ზრდას ჩვენს დროში.
სწორედ ამ მიზნის შესრულების გზაზე გაჩნდა “რიგი“, ძველი თბილისური ხასიათისა და გემოს შთაგონებით შექმნილი ბრენდი, რომელიც თანამედროვე ყოფაში ორგანულად გაცოცხლდა და ყოველდღიური კვების გასტრონომიულ დუქნად მოევლინა ქალაქს.
თუ მადიანად ჭამა მოგნატრებია, ოჯახთან და მეგობრებთან გულიანი მოლხენა მოგიწადინებია და ქართული სუფრის წესი და რიგიც სათანადოდ დაგიფასებია,
“რიგში მოდი, თვითონ მნახე ვინა ვარ!“
დატოვე კომენტარი