Amazon-ის თანამშრომლები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ე.წ “ფრონტის წინა ხაზზე” მუშაობენ, ერთჯერად ბონუსებს მიიღებენ. კომპანია ამისთვის $500 მილიონს დახარჯავს.
AMAZON-ს ბლოგ-პოსტიდან ირკვევა, თანამშრომლები ივნისის თვეში ბონუსის სახით $150-დან $3000-მდე თანხას მიიღებენ.
მსოფლიოს უმსხვილესი რითეილერი, რომელიც ყოველწლიურად 10 მილიარდზე მეტ ნივთს თუ პროდუქტს ყიდის, ბოლო პერიოდში ამერიკელი კანონმდებლებისა და პროფკავშირების მხრიდან მკაცრი კრიტიკის ქვეშაა. კერძოდ, Amazon-ს პანდემიის პერიოდში თანამშრომლების უსაფრთხოების არასაკმარისად უზრუნველყოფაში ადანაშაულებენ.
ამ ამბავს წინ უსწრებდა გერმანიაში, Amazon-ის ექვს ოფისში მომუშავე თანამშრომლების გაფიცვა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ერთ-ერთ ლოგისტიკის ცენტრში მომუშავე თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
დატოვე კომენტარი