საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის იანვარში 2019 წლის იანვართან შედარებით, საქართველოდან საქონლის ექსპორტი 10%-ით (24 მლნ დოლარით), ხოლო იმპორტი 4%-ით (23.5 მლნ დოლარით) გაიზარდა.
2020 წლის იანვარში საქართველოს საქონლის ექსპორტმა 262.6 მლნ დოლარი, ხოლო იმპორტმა 619.7 მლნ დოლარი შეადგინა. უარყოფითი სავაჭრო ბალანსი კი 357.1 მლნ დოლარია, რაც 2019 წლის იანვრის უარყოფით ბალანსზე 300 ათასი დოლარით ნაკლებია.
2019 წელს ექსპორტი 12.4%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 0.8%-ით შემცირდა.
იანვრის საგარეო ვაჭრობის დეტალური მაჩვენებლები 19 თებერვალს გამოქვეყნდება.
დატოვე კომენტარი