სახლი ის ადგილია, რომელიც თქვენს სიმშვიდეზე, ჰარმონიასა და კომფორტზე უნდა ზრუნავდეს; ადგილი, სადაც ერთდროულად შეძლებთ განტვირთვას, დასვენებას და სამომავლო გეგმების დასახვას. ადგილი, რომელიც თქვენს საუკეთესო მოგონებებს მოუყრის თავს. ამ ყველაფერს კი შესაბამისი გარემო სჭირდება, რომელსაც ის ადგილი ქმნის, რომელსაც თუ არა სამუდამოდ, დიდი ხნით დაუკავშირებთ თქვენს ცხოვრებას. ქალაქის ქაოსში კი მისი მიღწევა რთულდება. დღეს სულ უფრო მეტი ადამიანი ცდილობს საცხოვრებლად ქალაქის ცენტრიდან მოშორებით გადავიდეს, სადაც მას სიმწვანე, სიმშვიდე და სუფთა ჰაერი დახვდება.
“იცხოვრე სრულყოფილებაში და ჰარმონიაში ბუნებასთან”, – ასეთია Tbilisi Hills Golf & Residences-ის კონცეფცია. ქალაქის ისტორიული ცენტრიდან 15 წუთის სავალზე თქვენ ისეთი გარემო დაგხვდებათ, სადაც ერთდროულად არის გათვალისწინებული ეკოლოგიური პირობები, ევროპული სტანდარტები, სპორტული თუ სოციალური ცხოვრებისათვის შექმნილი ინფრასტრუქტურის კომბინაცია და ა.შ.
“თბილისი ჰილსის” სრული ფართობი 331 ჰექტარს შეადგენს, საიდანაც 110 ჰექტარი საქართველოში პირველ 18-ფოსოიან პროფესიულ გოლფის მოედანს უკავია. “თბილისი ჰილსის” რეზიდენციები ევროპული ესთეტიკით ხასიათდება და მჭიდრო კავშირშია ბუნებასთან. პროექტში ჩადებული ინვესტიცია 1 მილიარდ ევროს გადააჭარბებს.
“თბილისი ჰილსის” დამფუძნებელი ოლეგ ოსინოვსკი ამბობს, რომ მთავარი ამოცანა, რომელიც კომპლექსის მშენებლობასთან იყო დაკავშირებული, ბუნებრივი სიმდიდრისა და რეგიონის ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება და ამ პირობებზე მორგებული კომფორტული საცხროვებელი კომპლექსის შექმნა გახლდა.
“კომპლექსის დასრულების შემდეგ, ის ფაქტიურად პატარა ქალაქად იქცევა, სადაც გაიხსნება საერთაშორისო სკოლა, საბავშვო ბაღი, საცურაო აუზები და, რაც მთავარია, ეს ყველაფერი საქართველოში ყველაზე დიდი გოლფის მოედანის გარშემოა განთავსებული. პროექტზე წამყვან დიზაინერებთან ერთად ვმუშაობდით, რაც მისი განვითარების ყველა ეტაპის ჩაფიქრებულ ხარიხს უზრუნველჰყოფს.
ჩვენ ვცდილობთ გავითვალისწინოთ ჩვენი კლიენტების მოთხოვნები და მოლოდინები პროექტთან დაკავშირებით. თითოეული საცხოვრებელი, რომელიც “თბილისი ჰილსში” მდებარეობს უნიკალური და გამორჩეულია. მშენებლობის პროცესში უმაღლესი ხარისხის პროდუქციას ვიყენებთ, იმისთვის რომ ჩვენი მაცხოვრებლების სახლები და ინვესტიცია დიდი ხნით იყოს დაცული. განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ შენობების არქიტექტურას, ჩვენი ერთ–ერთი მთავარი პლიუსი კი ეკომეგობრული გარემოა, რომელიც მთელს კომპლექსში იგრძნობა.
დადგა მომენტი მეტი დრო დავუთმოთ ბუნებას და საკუთარ ჯანმრთელობას”, – ამბობს ოლეგ ოსინოვსკი.
პროექტის ერთ-ერთი დამფინანსებელი TBC ბანკია. როგორც ბანკის კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესის დირექტორი გიორგი დარჩიაშვილი იმედოვნებს, “თბილისი ჰილსთან” მათი თანამშრომლობა გრძელვადიან პარტნიორობაში გადაიზრდება.
“თბილისი ჰილსი” არის უნიკალური საცხოვრებელი და ინფრასტრუქტურული პროექტი. ამ კომპლექსში მდებარეობს საქართველოში ყველაზე დიდი გოლფის მოედანი. პროექტის ფარგლებში იგეგმება პრემიუმ კლასის საცხოვრებელი ინფრასტრუქტურის შექმნა, რომელიც მოიცავს 350–ზე მეტ ვილას, 70–ზე მეტ პენტჰაუსს და 800–ზე მეტ აპარტამენტს. პროექტი მდებარეობს ქალაქის გარეთ, ძალიან ამაღლებულ ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს 180 გრადუსიან ხედს ქალაქზე და არის ძალიან ჯანსაღი გარემო, როგორც ჰაერის კუთხით, ასევე სპორტული ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით.
ჩვენ უკვე გამოვყავით დაფინანსება პროექტის პირველი და მეორე ფაზისთვის. ამასთან ერთად, TBC ბანკმა პროექტი იპოთეკურ პროგრამაში ჩართო. ჩვენთვის ეს პროექტი არის ნამდვილად უნიკალური და მჯერა, რომ საწყისი ეტაპი გადაიზრდება გრძელვადიან და ძალიან წარმატებულ თანამშრომლობაში”, – ამბობს დარჩიაშვილი.
“თბილისი ჰილსის” პროექტი დღეს მომხმარებელს სთავაზობს მიწის ნაკვეთებს, უკვე დასრულებულ კერძო სახლებს, თაუნჰაუსებსა და ბინებს. ყველა სახლი აღჭურვილია გათბობის, ვენტილაციისა და სენსორული კონდიცირების სისტემებით. ამასთან, მყიდველის სურვილისამებრ, შესაძლებელია მათი მოწყობა ელექტრომომარაგების ნახევრად ავტონომიური სისტემით, მზის ელემენტებით და ენერგოდაზოგვის მასალების გამოყენებით, რაც მათ უფრო ეკოლოგიურს და ეკონომიურს ხდის.
დატოვე კომენტარი