ერიკ რაჯენდრა თიბისის სამეთვალყურეო საბჭოში ბრუნდება. ის ასევე TBC ბანკის ჯგუფის დამოუკიდებელი არააღმასრულებელი დირექტორიც ხდება.
რაჯენდრამ თანამდებობა მარტში დატოვა, რის მიზეზადაც მაშინ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დასახელდა.
რაჯენდრა 2005–2014 წლებში IFC-ში უფროს მრჩევლად მუშაობდა. TBC PLC-ის დირექტორთა საბჭოს კი ის პირველად 2016 წელს შეუერთდა, ხოლო სამეთვალყურეო საბჭოში 2010 წლიდან ეკავა თანამდებობა.
დატოვე კომენტარი