2019 წლის პირველ ნახევარში, 2018 წლის პირველ ნახევართან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა (რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი – მშპ) 4.7%-ით გაიზარდა (შედარებისთვის, 2018 წლის პირველი ნახევრის ეკონომიკური ზრდა 5.4% იყო).
ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ტრანსპორტის (15.5%) და უძრავი ქონებით ოპერაციების (14.2%) სექტორებში დაფიქსირდა. მესამე ადგილზე სასტუმროების რა რესტორნების სექტორია 13.6%-ით.
წლის პირველ ნახევარში ეკონომიკის სამ სექტორში დაფიქსირდა კლება, ესენია: მშენებლობა 6.8%-ით შემცირდა, სამთომოპოვებითი მრეწველობა 5.8%-ით, ხოლო დამამუშავებელი მრეწველობა 3.2%-ით.
ცალკე აღებულ მე-2 კვარტალში (აპრილი-ივნისი) ყველაზე მაღალი ზრდა (18%) ტრანსპორტის სექტორში დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე მაღალი კლება განათლების სექტორში (-8%).
ცხრილი – საქართველოს ეკონომიკის ზრდა სექტორების მიხედვით, 2019 წლის პირველი ნახევარი
ეკონომიკის სექტორები | ზრდის ტემპი |
ტრანსპორტი | 15.5% |
ოპერაციები უძრავი ქონებით | 14.2% |
სასტუმროები და რესტორნები | 13.6% |
კავშირგაბმულობა | 11.6% |
ჯანმრთელობის დაცვა | 10.3% |
ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება | 7.5% |
ვაჭრობა, ავტომობილების რემონტი | 7.1% |
კომუნალური და პერსონალური მომსახურების გაწევა | 5.0% |
სახელმწიფო მმართველობა | 4.2% |
საფინანსო საქმიანობა | 4.1% |
განათლება | 3.0% |
პროდუქციის გადამუშავება შინამეურნეობების მიერ | 2.2% |
სოფლის მეურნეობა | 1.1% |
დამამუშავებელი მრეწველობა | -3.2% |
სამთომოპოვებითი მრეწველობა | -5.8% |
მშენებლობა | -6.8% |
დატოვე კომენტარი