გაყიდვების პროცესის გასამარტივებლად და მომხმარებელთა ბაზის გასაფართოებლად Bitfury ჯგუფმა პროდუქციის ფასების ონლაინ გამოქვეყნება დაიწყო. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც კომპანია საკუთარი პროგრამული უზრუნველყოფისა და სხვა სახის ინფრასტრუქტურის ფასს მომხმარებელს ონლაინ სთავაზობს.
მცირე და საშუალო ბიზნესებს უკვე შეუძლიათ Bitfury-ს უახლესი მაინინგ სერვერის (Bitfury Tardis) ფასის შემოწმება კომპანიის ვებ–გვერდზე. ახალი სერვერი Clarke ASIC–ის ბაზაზეა შექმნილი. Clarke-ი ბიტკოინის მოპოვებისთვის ყველაზე ძლიერ ჩიპებს აწარმოებს და განსაკუთრებით ეფექტურია 6HB და 8HB კონფიგურაციებში. განახლებული სერვისით მომხმარებლებს შეუძლიათ ვებ–გვერდის მეშვეობით დაუკავშირდნენ Bitfury-ს გაყიდვების წარმომადგენლებს და შეიძინონ პროდუქცია.
ამასთან, ორიგინალი აღჭურვილობის (OEM) მომხმარებლებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ Bitfury-ს ჯგუფს, შეიძნონ Bitfury Clarke ASIC და შედეგად კომპანიისგან მიიღონ დახმარება საკუთარი პროდუქციის წარმოებისა და დიზაინის შემუშავების პროცესში.
აღნიშნული სერვისი Bitfury-ს შესაძლებლობას მისცემს გააფართოოს იმ მომხმარებელთა წრე, ვისაც პროდუქციის შეძენა სურთ.
დღეს Bitfury სხვადასხვა სახის სერვისებს მსოფლიოს 17 ქვეყანას აწვდის. მათ შორის ჯგუფი წარმოდგენილია კანადაში, აშშ-ში, ისლანდიაში, გაერთიანებულ სამეფოში, ნორვეგიაში, ჰოლანდიაში, ყაზახეთში, რუსეთში, საქართველოში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ჰონკონგში, კორეის რესპუბლიკასა და იაპონიაში. Bitfury Group-ი შეიმუშავებს როგორც პროგრამულ უზრუნველყოფას, ისე აღჭურვილობას, რომელიც აუცილებელია ბიზნესების, მთავრობების, ორგანიზაციებისა და ცალკეული პირებისთვის, რათა მათ შეძლონ თავიანთი აქტივების უსაფრთხოდ გადაადგილება Blockchain-ის მეშვეობით.
დატოვე კომენტარი