საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აგვისტოში სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების ფასების დონე 0.8%-ით გაიზარდა, წლიურმა ინფლაციამ (12 თვის) კი 4.9% შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ ბოლო ერთ წელიწადში სამომხმარებლო პროდუქცია 4.9%-ით გაძვირდა.
აგვისტოში ფასები მნიშვნელოვნად შემდეგ პროდუქტებზე გაიზარდა: რძე, ყველი და კვერცხი – 4.8%, ხორცი – 2.3%, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი – 1.6%. შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული – 1.6%. 0.7%-ით გაძვირდა ჯანმრთელობის დაცვა, 0.6%-ით ტრანსპორტი. ფასები შემცირდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე – 2.2%-ით.
ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად ალკოჰოლური სასმელები და თამბაქოს ფასები (13.8%-ით) გაიზარდა. სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 8%-ით გაძვირდა, ტრანსპორტი 4.4%-ით. ჯანმრთელობის დაცვის ფასი კი 3.9%-ით გაიზარდა. ტანსაცმელი და ფეხსაცმელი 6.9%-ით გაიაფდა.
გრაფიკი: წლიური ინფლაციის მაჩვენებლები
დატოვე კომენტარი