წლის პირველ ნახევარში საქართველოში სულ 287 სამოხელეო დანაშაულია რეგისტრირებული, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 15%–ით ჩამორჩება. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკით, საჯარო უწყებებში ყველაზე ხშირად სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები ვლინდება. კერძოდ, წლის პირველ 6 თვეში მსგავსი 149 შემთხვევა დაფიქსირდა. მათი გახსნის მაჩვენებელი კი 0%–ია.
ასევე დაფიქსირდა ქრთამის აღების 40 შემთხვევა. მათგან 11 გახსნილია. წინა წელთან შედარებით, ქრთამის აღების რეგისტრირებული მაჩვენებელი 42.8%–ით გაიზარდა.
საანგარიშო პერიოდში, დაფიქსირდა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების 42 შემთხვევა, ზრდა წინა წელთან შედარებით 20%–ია.
ამასთან, სამსახურებრივი გულგრილობის 33 შემთხვევა დაფიქსირდა, სამსახურებრივი სიყალბის კი 17.
დატოვე კომენტარი