ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების წმინდა მოგება 361 მლნ ლარია, რაც 2018 წლის იანვარ-ივნისის მოგებაზე 50 მლნ ლარით (12%-ით) ნაკლებია.
მიმდინარე წლის ივნისში ბანკების წმინდა მოგებამ 34 მლნ ლარი შეადგინა, რაც 14 მლნ ლარით (29%-ით) ნაკლებია 2018 წლის ივნისის მაჩვენებელზე.
ივნისში ბანკების შემოსავლებმა 345 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც 286 მლნ ლარი საპროცენტო შემოსავლები, ხოლო 59 მლნ ლარი კი არასაპროცენტო შემოსავლები იყო.
გრაფიკი: კომერციული ბანკების წმინდა მოგება, მლნ ლარებში
დატოვე კომენტარი