“თუ დავუშვებთ ყველაზე რადიკალურ სცენარს, რომ ივლისიდან საქართველოში რუსი ვიზიტორი საერთოდ აღარ შემოვა, 2019 წელს ვიზიტორების რაოდენობა დააახლოებით 8.3 მილიონი იქნება, რაც 2017 წლის მაჩვენებელზე მეტია”, – ასეთ გათვლას აკეთებს არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო. მათივე ცნობით, რუსეთიდან შემოსული ვიზიტორების 70% სახმელეთო ტრანსპორტით შემოდის, 29% კი საჰაერო ტრანსპორტით.
„2017 წელს ერთმა რუსმა ვიზიტორმა საშუალოდ 984 ლარი (400 დოლარი) დახარჯა საქართველოში.
პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შეჩერება, თუ ტურისტთა ნაკადები სხვა გზებით არ ისარგებლებენ, 2019 წელს საქართველოს შემოსავალს ტურიზმიდან დაახლოებით 100 მლნ დოლარით შეამცირებს”, – განმარტავენ TI-ში.
ბოლო წლების განმავლობაში, რუსი ტურისტების ზრდის ტემპი ყველაზე მაღალია მეზობელ სახელმწიფოებს შორის.
რუსი ვიზიტორების რაოდენობა საქართველოში:
2018 წელი – 1.4 მლნ ვიზიტორი
2017 წელი – 1.1 მლნ ვიზიტორი
2016 წელი – 0.8 მლნ ვიზიტორი
2015 წელი – 0.7 მლნ ვიზიტორი
2014 წელი – 0.6 მლნ ვიზიტორი
დატოვე კომენტარი