ამერიკული სტიპენდიები იურისტებისათვის

ამერიკული სტიპენდიები იურისტებისათვის

პროფესიული განვითარების რეალობად ქცეული შესაძლებლობები 

საქართველო, როგორც სხვა განვითარებადი ქვეყანები, აღიარებს იმ რეალობას, რომ ქვეყნის შიგნით მიღებული განათლება დასაქმების ბაზარზე კონკურენტული არ არის და აუცილებელია განვითარებული ქვეყნების საგანამანათლებლო პროგრამებში ახალგაზრდობის ინტენსიური ჩართვის გზით ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის ხელშეწყობა.

თანამედროვე განათლებამ უნდა მოგვამზადოს დინამიური მომავლისთვის – ეს საზოგადოების დაკვეთაა. შესაბამისად, კონვენციურმა განათლების სისტემამ უნდა განსჭვრიტოს დინამიური და სწრაფად ტრანსფორმირებადი გარემოს საჭიროებები და შემოგვთავაზოს ტრადიციულ პროფესიებში ისეთი სიახლეები, რომელიც შეცვლის ჩვენს შესაძლებლობებს და გააძლიერებს წარმოსახვის უნარს.  

დღეს განათლების მიღების მსურველი გაცილებით მოტივირებული და მომთხოვნია. მზაობა  უფრო მეტი დრო მიეძღვნას კონკრეტული მიმართულების შესწავლას ან ცოდნის განახლებას, ასევე თვალშისაცემი გახდა. სწრაფვა ინოვაციურობისაკენ ეს არის გამოწვევა, რომელიც აძლიერებს კონკურენციის განცდას და ქმნის ახალ ტენდენციებს განათლების სისტემისათვის. სწრაფვა გაიღრმავო უნარ-ჩვევები გლობალური ფენომენია, რაც ადასტურებს  იმას, თუ რა ტემპით ხდება ადამიანური კაპიტალის აღორძინება, განახლება და ტრანსფორმაცია. 

ყველაფერი ეს შესაძლებელი მხოლოდ ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნებშია, რომლებმაც იციან როგორ დაარეგულირონ მოთხოვნა ინოვაციურ სწავლებაზე და გახადონ თანამედროვე განათლება თანაბრად ან მეტ-ნაკლებად თანაბრად ხელმისაწვდომი განვითარებადი ბაზრებისათვის, საიდანც შრომითი კაპიტალი სწორედ მათთან მიედინება. 

ადამიანური რესურსების გადინება განათლების მიღების მიზნით ხდება იმ ქვეყნებში, რომლებსაც საკუთარი მოსახლეობის განათლებაზე გრძელვადიანი ხედვა და გეგმა გააჩნიათ, ხოლო სამუშაო ძალის უნარ-ჩვევები კი ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობაშია. საგანმანათლებლო ინსტიტუტების რეიტინგის ლიდერები ტრადიციულად სწორედ ასეთი ქვეყნები არიან და რა თქმა უნდა, აშშ მათ სათავეშია. ათეულობით წელია, სწორედ შეერთებული შტატები იქცა საერთაშორისო სტუდენტების უპირველეს მიმართულებად. 

აშშ-ს, როგორც ლიდერს საგანმანათლებლო სფეროში, უნიკალური და უპრეცენდენტო, უძლიერესი ტექნოლოგიური და სამეცნიერო ბაზები გააჩნია, რომ არაფერი ვთქვათ პროფესორთა უძლიერეს კორპუსზე, რაც ერთობლიობაში  ამ ქვეყნის ლიდერობას განაპირობებს განათლების ბაზრზე. პროფესიული განვითარების გარდა, ამერიკაში სწავლა ჯანმრთელი ცხოვრების, სპორტის, ქვეყანაში მოგზაურობის, ინგლისური ენის სრულყოფის, განათლების შემდგომი საერთაშორისო პრაქტიკის მიღების, სოლიდურ პროფესიულ ჯგუფებში ინტეგრაციის და თვითრეალიზაციის არაჩვეულებრივ შესაძლებლობებსაც გვთავაზობს. ამ შესაძლებლობების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად კი სხვადასხვა სასტიპენდიო პროგრამები იქმნება. სწორედ ასეთ თანამედროვე სასტიპენდიო  პროგრამას მიეკუთვნება ილინოისის ტექნოლოგიების ინსტიტუტის ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლის მაგისტრატურა. 

ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლაში სამაგისტრო განათლების მიღება ბევრი არაამერიკელისათვის  შეიძლება დამსახურებულად ჩაითვალოს კარიერის გზაჯვარედინად. ამ სკოლის დიპლომი – ეს ხარისხის ნიშანია, რომელიც წარმატებული კარიერის გარანტიაა. თანაც, იგი ერთ-ერთია ამერიკის იმ მაღალრეიტინგული სამართლის სკოლებიდან, რომლებიც ლიდერობენ საგრანტო და სასტიპენდიო პროგრამების შეთავაზებაში. ხელმისაწვდომობა და ფლექსიურობა – ამ სკოლის სამართლის სამაგისტრო პროგრამის უმთავრესი ნიშანია. ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლას გამორჩევს არა მხოლოდ ინოვაციურობა და მაღალი რეიტინგები სამართლის კონკრეტულ მიმართულებებში, არამედ სკოლის ბაზაზე იურიდიული ფირმების არსებობა. იურიდიული ფირმები ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლაში ორმაგ მისიას ასრულებენ – უზრუნველყოფენ მაღალი ხარისხის პრაქტიკულ განათლებას სტუდენტებითვის და კლიენტებს ემსახურებიან. ჩიკაგო-კენტის იურიდიული ფირმები უდიდესი იურიდიული კლინიკებია შტატების მასშტაბით, რომლებიც წლიურად 1000-მდე საქმეს აწარმოებენ და ამასთანავე უზრუნველყოფენ სტუდენტების მომზადებას იურიდიულ პროფესიაში შესასვლელად.

2012 წლიდან ჩიკაგო-კენტი სამართლის სკოლა, ცნობილი ჩიკაგოელი იურისტისა და პროფესორის რიჩარდ უარნერის (Distinguished Professor Richard Warner) ხელშეწყობითა და ძალისხმევით, თანაბარ შესაძლებლობას აძლევს 24 განვითარებადი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს სტუდენტებს და ასევე, პრაქტიკოს იურისტებს ეზიარონ ინოვაციურ, თანამედროვე და მოთხოვნად სამართლის დარგებს სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის გზით.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *