2018 წლის დეკემბერში ბანკების მიერ გაცემულ სესხებზე საშუალო წლიურმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 11.7%-ით შეადგინა, რაც 2017 წლის დეკემბრის მაჩვენებელზე 0.9% პუნქტით ნაკლებია. ლარში გაცემულ სესხებზე საშუალო წლიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთი 1.1% პუნქტით შემცირდა და 15.7% შეადგინა. დოლარში გაცემულ სესხებზე განაკვეთი 0.3% პუნქტით შემცირდა და 7.6%-ს გაუტოლდა. საპროცენტო განაკვეთები შემცირდა როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებზე გაცემულ სესხებზე.
2018 წელს საქართველოს კომერციული ბანკების მიერ ლარში გაცემული სესხების მოცულობა 1.9 მილიარდი ლარით (19.5%-ით), ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხები 765 მლნ დოლარით (15.5%-ით) გაიზარდა. 2019 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით სულ 26.8 მილიარდი ლარის (ბანკთაშორისი სესხების გამოკლებით) სესხია გაცემული. საერთო სესხებში უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების წილი 57%-ია. ერთი წლის წინაც ეს მაჩვენებელი 57% იყო.
გრაფიკი: წლიური საშუალო საპროცენტო განაკვეთი საბანკო სესხებზე
დატოვე კომენტარი