ნოემბერში ბანკების მოგება 42 მილიონი ლარით გაიზარდა

ნოემბერში ბანკების მოგება 42 მილიონი ლარით გაიზარდა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ნოემბერში საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 90 მლნ ლარი შეადგინა, რაც 42 მლნ ლარით (87%-ით) მეტია 2017 წლის ნოემბრის მაჩვენებელზე.

ნოემბერში ბანკების შემოსავლებმა 358 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც 284 მლნ ლარი საპროცენტო შემოსავლები, ხოლო 74 მლნ ლარი კი არასაპროცენტო შემოსავლები იყო.

11 თვის ჯამში, იანვარ-ნოემბერში ბანკების მოგება 796 მლნ ლარია, რაც 2017 წლის იანვარ-ნოეომბრის მოგებაზე 78 მლნ ლარით (11%-ით) მეტია.

გრაფიკი: კომერციული ბანკების წმინდა მოგება, მლნ ლარებში

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *