Kirin Beer University-ის ინფორმაციით, 2016 წელს მსოფლიოში 190 მილიარდი ლიტრი ლუდი იწარმოა.
ლუდის წარმოებაში პირველ ადგილზე ჩინეთია, სადაც წელიწადში დაახლოებით 41 მილიარდი ლიტრი ლუდი იწარმოება, რაც მსოფლიოში წარმოებული ლუდის 22%-ია. შემდეგ მოდის აშშ წელიწადში 22 მილიარდი ლიტრი ლუდის წარმოებით. მესამე ადგილზე ბრაზილიაა 13 მილიარდი ლიტრით. ტოპ 10-ს პოლონეთი ასრულებს 4 მილიარდი ლიტრით.
ჩეხეთში, სადაც ლუდი ყველაზე მეტად უყვართ და ერთი ადამიანი წლის განმავლობაში საშუალოდ ყველაზე მეტ ლუდს (143 ლიტრს) სვამს, წლის განმავლობაში 2 მილიარდ ლიტრამდე იწარმოება.
ცხრილი: ლუდის მწარმოებელი ტოპ 10 ქვეყანა, 2016 წელი
| 
 | ქვეყანა | მილიარდი ლიტრი | მსოფლიო ბაზრის წილი | 
| 1 | ჩინეთი | 41 | 22% | 
| 2 | აშშ | 22 | 12% | 
| 3 | ბრაზილია | 13 | 7% | 
| 4 | მექსიკა | 11 | 5.5% | 
| 5 | გერმანია | 9 | 5% | 
| 6 | რუსეთი | 8 | 4% | 
| 7 | იაპონია | 5.3 | 2.8% | 
| 8 | გაერთიანებული სამეფო | 4.4 | 2.3% | 
| 9 | ვიეტნამი | 4 | 2.1% | 
| 10 | პოლონეთი | 4 | 2.1% | 
"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".














