მსოფლიოს ქვეყნები ნავთობის ყველაზე მსხვილი რეზერვებით

მსოფლიოს ქვეყნები ნავთობის ყველაზე მსხვილი რეზერვებით

მსოფლიოში ნავთობის ყველაზე მსხვილი დადასტურებული რეზერვები ვენესუელას აქვს. World Atlas-ის მონაცემებით, ვენესუელამ, როგორცმსოფლიოში ნავთობის უმსხვილესი მარაგების მქონე ქვეყანამ, არც თუ ისე დიდი ხნის წინ გაუსწრო საუდის არაბეთს, რომელიც ამჟამად მეორე პოზიციაზეა. ორივე ქვეყანა ერთად კი მსოფლიო ნავთობის მარაგების 1/3-ს ფლობენ. 

მსოფლიოს 10 ქვეყანა, ყველაზე მეტი ნავთობით შემდეგია: 

  • ვენესუელა – 300 000 000 ბარელი
  • საუდის არაბეთი – 266 455 000 ბარელი
  • კანადა – 169 709 000 ბარელი
  • ირანი – 158 000 000 ბარელი
  • ერაყი – 142 503 000 ბარელი
  • ქუვეითი – 101 500 000 ბარელი
  • არაბეთის გაერთიანებული საემიროები – 97 800 000 ბარელი
  • რუსეთი – 80 000 000 ბარელი
  • ლიბია – 48 363 000 ბარელი

საქართველოს მეზობელი აზერბაიჯანი სიაში მეოცე ადგილზეა 7 მლნ ბარელი ნავთობის დადასტურებული რეზერვით. 

მიუხედავად იმისა, რომ სიაში პირველი არ არის, ექსპორტის კუთხით კვლავ საუდის არაბეთი ლიდერობს – მსოფლიოში ნედლი ნავთობის ექსპორტის15.9% სწორედ საუდის არაბეთზე მოდის, ვენესუელაზე კი მხოლოდ 2.7%. 

რაც შეეხებათ კომპანიებს, რომლებიც ნავთობის ყველაზე მეტ მარაგებს ფლობენ, 2017 წლის მონაცემები შემდეგია: 

  • Exxon Mobil Corporation – 2.940 მლრდ ბარელი
  • ConocoPhillips – 1.974 მლრდ ბარელი
  • Chevron Corporation – 1.916 მლრდ ბარელი
  • EOG Resources, Inc. – 1.808 მლრდ ბარელი
  • BP p.l.c. – 1.669 მლრდ ბარელი

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *