საქართველოს TOP ინვესტორი კომპანიები

საქართველოს TOP ინვესტორი კომპანიები

საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2018 წლის I კვარტალში 279.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2017 წლის I კვარტალის წინასწარ მონაცემებზე 32.9 პროცენტით ნაკლებია.  

საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი კომპანიების TOP-20 შემდეგია: 

  • შპს მტკვარი ენერჯი – საქმიანობა: ელექტროენერგიით მომარაგება, დისტრიბუცია, რეალიზაცია ელექტროენერგიის წარმოება
  • შპს ჰაიდელბერგცემენტ კაუკასუსი – საქმიანობა: სამშენებლო პროდუქცია, მშენებლობა და უძრავი ქონება
  • აიდიეს ბორჯომი – საქმიანობა: მინერალური წყლებისა და სხვა უალკოჰოლო სასმელების წარმოება 
  • შპს მაგთიკომი – საქმიანობა: მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორი 
  • შპს ყაზტრანსგაზ-თბილისი – საქმიანობა: გაზგამანაწილებელი კომპანიები 
  • GIG (საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი) – საქმიანობა: საწარმოების მართვა, საინვესტიციო კომპანიები, ჰოლდინგური კომპანიები
  • ფოთის საზღვაო ნავსადგური – საქმიანობა:  ნავსადგურებისა და სატრანსპორტო-საექსპედიციო სააგენტოების მომსახურება
  • სს RMG Copper – საქმიანობა: ენერგეტიკა, ენერგორესურსები და სასარგებლო წიაღისეული
  • შპს RMG Gold – საქმიანობა: ენერგეტიკა, ენერგორესურსები და სასარგებლო წიაღისეული
  • BP ჯგუფი – საქმიანობა: ენერგოტრანსპორტირება და საწვავის მიწოდება
  • შპს ჯორჯიან მანგანეზი – საქმიანობა: ენერგეტიკა, ენერგორესურსები და სასარგებლო წიაღისეულისამშენებლო პროდუქცია, მშენებლობა და უძრავი ქონება
  • შპს ტოიოტა კავკასია – საქმიანობა: ავტობიზნესი, დისტრიბუცია
  • შპს ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი-ს მუდმივმოქმედი ფილიალი – საქმიანობა: სამშენებლო პროდუქცია, მშენებლობა და უძრავი ქონება
  • შპს აჭარისწყალი ჯორჯია – საქმიანობა: ენერგეტიკა, ენერგორესურსები და სასარგებლო წიაღისეულიფინანსები
  • ენკა ინშაათ ვე სანაი ანონიმ შირქეთის ფილიალი საქართველოში – საქმიანობა: სამშენებლო პროდუქცია, მშენებლობა და უძრავი ქონება
  • ერთობლივი საწარმო აზფენ-ის საქართველოს ფილიალი – აზერბაიჯანული კომპანია საქართველოში საქმიანობა: მშენებლობა 
  • სს Hualing international special economic zone – საქმიანობა: ჰუალინგის სპეციალური ეკონომიკური ზონა – ვაჭრობა, საინვესტიციო მომსახურება, სასტუმრო 
  • შპს საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი – საქმიანობა: თანაინვესტირების ფონდი ტურიზმის ფონდი 
  • სს საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი – საქმიანობა: ფარმაცევტული საქმიანობა 
  • შპს ალიუდ იუნიტას ჯორჯია – საქმიანობა: სამორინე

კომპანიები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით. საქსტატი ინვესტიციების შემცირებას ორი მიზეზით ხსნით:  

“შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის აღსანიშნავია რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტების საკუთრებაში, ასევე, არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების შემცირება (სასესხო დავალიანების დაფარვა)”, – განმარტავენ საქსტატში. 

Forbes დაინტერესდა, თუ რომელი კომპანია გამოაკლდა უმსხვილესი კომპანიების სიას.  

წინა წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოს უმსხვილეს ინვესტორი კომპანიების ათეულში შედიოდა ჯეოსელი, რომელიც მარტის ბოლოდან ოფიციალურად გადავიდა კომპანია Silknet-ის საკუთრებაში. შედეგად კომპანია უცხოელი ინვესტორი კომპანიების სიაში აღარ არის. შეგახსენებთ, რომ Silknet-მა ჯეოსელი წლის დასაწყისში შეიძინა, გარიგების ღირებულება კი 153 მლნ დოლარს შეადგენდა. 

წლევანდელ სიაში ვერ მოხვდა Tav ურბან საქართველო, რომელიც წინა წელს ასევე ათეულში იყო, თუმცა აღნიშნული კომპანიის მფლობელობა არ შეცვლილა. სიაში არც Rakeen არის, თუმცა რეზიდენტად არც ეს კომპანია დარეგისტრირებულა. კიდევ ერთი კომპანია, რომელიც წლევანდელ სიაში არ არის შპს მაინინგ ინვესთმენთსია. კომპანია ენერგეტიკულ სექტორში მოღვაწეობს. შარშანდელი TOP ათეულისგან განსხვავებით, წელს პირველ ოცეულში ვერ მოხვდა  შპსს იეფსი (ევრო-აზიური) და შპს ოლდ სითი დიველოპმენტი. 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *