“საქართველოს კაპიტალის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი გილაური იმედოვნებს, რომ Georgian Global Utilities-ს (GGU) აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე 3-4 წლის ვადაში განთავსდება.
მისი თქმით, ჯგუფი როგორც ენერგეტიკული, ასევე წყალმომარაგების ბიზნესის აქციების პირველად განთავსებას ერთდროულად გეგმავს.
“ყოფილი ჯგუფიდან 3 კომპანიაა ლონდონის საფონდო ბირჟაზე ლისტინგში. შემდეგ 3-4 წელში ვფიქრობ, რომ GGU (Georgia Global Utilities) დავლისტოთ. კაპიტალი უნდა მოვიზიდოთ, რათა მეტი ინვესტცია განვახორციელოთ და მეტი ჰესი ავაშენოთ და ქარის მიმართულებით გავაქტიურდეთ”, – ამბობს გილაური.
Georgia Global Utilities “საქართველოს კაპიტალში” შემავალი კომპანიაა, რომელიც ენერგეტიკულ მიმართულებაზეა ორიენტირებული.
დატოვე კომენტარი