2018 წლის აპრილში, წინა თვესთან (მარტთან) შედარებით, საქართველოს კომერციულ ბანკებში განთავსებული დეპოზიტები 272 მლნ ლარით გაიზარდა. უცხოურ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტები 195 მლნ ლარით (დოლარში გამოსახული 14 მლნ დოლარით შემცირდა), ხოლო ლარში განთავსებული დეპოზიტები 158 მლნ ლარით გაიზარდა. შედაგად, აპრილის ბოლოს, დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტმა 62.9% შეადგინა. მარტის ბოლოს დოლარიზაცია 63%, ხოლო ერთი წლის წინ 69.4% იყო. ჯამში, უცხოურ ვალუტაში 13.2 მილიარდი ლარის, ხოლო ლარში 7.8 მილიარდი ლარის დეპოზიტია განხორციელებული.
2017 წლის პირველ მაისთან შედარებით, 2018 წლის პირველ მაისს ლარში განთავსებული დეპოზიტები 2.5 მილიარდი ლარითაა გაზრდილი, ხოლო უცხოურ ვალუტაში დეპოზიტები 420 მლნ დოლარით.
2018 წლის პირველი აპრილის მონაცემებით, დოლარში განხორციელებულ დეპოზიტებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 2.5%-ია, ერთი წლის წინ 2.9% იყო. ლარში განხორციელებულ დეპოზიტებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 7.3%-ია, ერთი წლის წინ 8.0% იყო.
გრაფიკი: დეპოზიტების ტენდენცია, მლნ ლარი
დატოვე კომენტარი