ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება

მილიარდერი და ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მას პარტია “ქართულ ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ხელმძღვანელობა შესთავაზა, რაზეც ივანიშვილი დათანხმდა. 

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში 2011 წლის ბოლოს გამოჩნდა, 2012 წელს კი მან პრემიერის პოსტი დაიკავა. ივანიშვილი პრემიერის პოსტს 13 თვის განმავლობაში იკავებდა. 

პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში ბიძინა ივანიშვილი 456-ე ადგილზეა. Forbes საქართველოს ექს-პრემიერის ქონებას $4.5 მილიარდად აფასებს. გამოცემის მონაცემებით, ივანიშვილი ბოლო ერთ წელში $100 მილიონით გამდიდრდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *