რა მოცულობის სესხები აქვთ ბანკებს გაცემული

რა მოცულობის სესხები აქვთ ბანკებს გაცემული

2018 წლის მარტში, წინა თვესთან (თებერვალთან) შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მიერ ლარში გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარეშე) 260 მლნ ლარით, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხები 132 მლნ დოლარით გაიზარდა. ლარის კურსის გამყარების გამო, ლარში გამოსახული უცხოური ვალუტით სესხები 47 მლნ ლარით გაიზარდა. პირველი აპრილის მდგომარეობით, ორივე ვალუტაში ერთად 22.4 მილიარდი ლარის სესხია ბანკების მიერ გაცემული. აქედან, 10 მილიარდი ლარშია გაცემული.

ბოლო ერთ წელიწადში ლარში გაცემული სესხები 2.8 მილიარდი ლარით არის გაზრდილი, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხები კი 467 მლნ დოლარით. საერთო სესხებში უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების წილი 55.1%-ზე დაფიქსირდა. ერთი წლის წინ ეს მაჩვენებელი 60.8% იყო.

მარტში ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 15 მლნ ლარით შემცირდა და 367 მლნ ლარი შეადგინა. მთლიანი საკრედიტო პორტფელის მიმართ ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 1.6%-ია, რაც დაბალი მაჩვენებელია. აღნიშნული მაჩვენებელი 2017 წლის პირველ აპრილს 2.2% იყო.

2018 წლის მარტში, თებერვალთან შედარებით, ლარში გაცემულ სესხებზე საშუალო წლიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთი 0.2% პუნქტით შემცირდა და 17.1% შეადგინა. უხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე კი იანვარში განაკვეთი 0.5% პუნქტით გაიზარდა და 8.7% შეადგინა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *