საქსტატმა საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 2016 წლის მე-3 კვარტლის მონაცემები გამოაქვეყნა. 2015 3 კვარტალთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა (რეალური მშპ) 2.6%-ით გაიზარდა. დარგების მიხედვით, ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სამთომომპოვებით მრეწველობაში (18.5%) და სასტუმროებსა და რესტორნებში (12%) დაფიქსირდა. მესამე ადგილზეა მშენებლობის სექტორი 11.1%-ით.
ტრანსპორტის და სოფლის მეურნეობის დარგები კი შემცირდა შესაბამისად 0.7 და 2.4%-ით.
ცხრილი – საქართველოს ეკონომიკის დარგების მიხედვით, 2016 წლის 3 კვარტალი:
დატოვე კომენტარი