ნოემბერში საქართველოს ექსპორტი 8.2 პროცენტით გაიზარდა

ნოემბერში საქართველოს ექსპორტი 8.2 პროცენტით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2017 წლის ნოემბერში 2016 წლის ნოემბერთან შედარებით, საქართველოდან საქონლის ექსპორტი 8.2%-ით (18 მლნ დოლარით), ხოლო იმპორტი 17%-ით (110 მლნ დოლარით) გაიზარდა. მიმდინარე წლის ნოემბერში ექსპორტი გაზრდილია 2015 და 2014 წლების ნოემბრის მაჩვენებლებთან შედარებითაც, თუმცა 76 მლნ დოლარით ჩამორჩება 2013 წლის მაჩვენებელს.

2017 წლის ნოემბერში საქართველოს საქონლის ექსპორტმა 237 მლნ დოლარი, ხოლო იმპორტმა 758 მლნ დოლარი შეადგინა. უარყოფითი სავაჭრო ბალანსი კი 521 მლნ დოლარია, რაც 2016 წლის ნოემბრის უარყოფით ბალანსზე 92 მლნ დოლარით მეტია.

თერთმეტი თვის ჯამში, იანვარ-ნოებერში ექსპორტი 27%-ით (519 მლნ დოლარით), ხოლო იმპორტი 8.8%-ით (574 მლნ დოლარით) არის გაზრდილი.

საგარეო ვაჭრობის დეტალური მაჩვენებლები 19 დკეემბერს გამოქვეყნდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *