2017 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან, სექტემბერთან შედარებით, საქართველოს ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვები 79 მილიონი დოლარით (2.3%-ით) შემცირდა.
ბოლო ერთ წელიწადში უცხოური ვალუტის რეზერვები 181 მილიონი დოლარით (7%-ით) არის გაზრდილი. 2013 წლის ოქტომბრის ბოლოდან (როდესაც ლარის კურსის გაუფასურების პირველი ნიშნები გამოჩნდა) 2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით, სავალუტო რეზერვები 145 მილიონი დოლარით (5%-ით) არის შემცირებული.
2017 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით საქართველოს უცხოური ვალუტის ოფიციალურმა რეზერვებმა 2.7 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 1.935 მილიარდი დოლარი ფასიან ქაღალდებშია განთავსებული, ხოლო 808 მილიონი დოლარი ნაღდი უცხური ვალუტა და დეპოზიტებია.
გრაფიკი: უცხოური ვალუტის ოფიციალური რეზერვები, მილიონი აშშ დოლარი
დატოვე კომენტარი