ნავთობპროდუქტების იმპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა

ნავთობპროდუქტების იმპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა

ივლისში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა 119,4 ათასი ტონა შეადგინა, რაც  34,4 ათასი ტონით ანუ 40,5%-ით აღემატება ივნისის მაჩვენებელს. 

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემებით, ივლისში ბენზინის იმპორტმა შეადგინა 52,7 ათასი ტონა, ხოლო დიზელის იმპორტმა – 66,7 ათასი ტონა. 

ქვეყნების მიხედვით ივლისში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუმინეთიდან – 34,9 ათასი ტონა (მთელი იმპორტის 29,2%),   

აზერბაიჯანიდან 28,3 ათასი ტონა (23,7%),

თურქმენეთიდან – 19,2 ათასი ტონა (16,1%),

ბულგარეთიდან – 19,0 ათასი ტონა (15,9%),

რუსეთიდან  – 10,8 ათასი ტონა (9,0%),

საბერძნეთიდან –  5,3 ათასი ტონა (4,4%),  

უკრაინიდან – 1,9 ათასი ტონა (1,6%). 

ივლისში საქართველოში 13,8 ათასი ტონა სანავთობო ბიტუმის იმპორტი განხორციელდა, რაც 0,2 ათასი ტონით აღემატება ივნისის თვის მაჩვენებელს. აქედან უმეტესი წილი –  93,5 %  განხორციელდა ირანის ისლამური რესპუბლიკიდან.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *