ენგურის კაშხლის მიმდებარედ უახლოეს მომავალში მუზეუმისა და ვიზიტორთა ცენტრის მოწყობა იგეგმება. ენგურჰესის კაშხლის ინფრასტრუქტურა გადასახედ მოედნებს, საბაგირო გზას, სამეცნიერო და აღმოჩენათა ცენტრს, ღია საკონცერტო სივრცესა და კაშხალზე ლიფტს მოიცავს, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მაღალი ლიფტი იქნება.
პროექტი ათწლიანია. ენგურჰესის თაღოვან კაშხალს 2015 წელს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
საქართველოს მთავრობის განკარგულების თანახმად, სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა“ დააარსა შპს „ენგურის ტურისტული ცენტრი“, რომლის მიზანს წარმოადგენს, განახორციელოს ენგურის კაშხლის მიმდებარედ ტურისტული მუზეუმებისა და ვიზიტორთა ცენტრის მოწყობისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა.
დატოვე კომენტარი