წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 6.6 პროცენტამდე გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აპრილში სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების ფასების დონე არ შეცვლილა, წლიურმა ინფლაციამ (12 თვის) კი 6.6% შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ ბოლო ერთ წელიწადში სამომხმარებლო პროდუქცია 6.6%-ით გაძვირდა.

ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად (17.5%-ით) ტრანსპორტის ფასები გაიზარდა. ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო 15%-ით გაძვირდა. სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ფასები 8,3%-ით, ჯანმრთელობის დაცვის ფასი კი 6.17%-ით გაიზარდა. ტანსაცმელი და ფეხსაცმელი 2.7%-ით გაიაფდა.

2010 წელთან შედარებით დღეს სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასები დაახლოებით 27%-ით არის გაზრდილი.

გრაფიკი: წლიური ინფლაცია

Forbes Georgia

"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".