ბოლო 6 წლის განმავლობაში პირველად, საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი მცირედით გაიზარდა

ბოლო 6 წლის განმავლობაში პირველად, საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი მცირედით გაიზარდა

2016 წელს საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის წილი გაიზარდა და 21,3% შეადგინა. საქსტატის მონაცემებით, ბოლო 6 წლის განმავლობაში, აღნიშნული რიცხვი საქართველოში მცირდებოდა. გასულ წელს, ეს მონაცემი 20,8%-ს შეადგენდა.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობს წილი გაიზარდა, როგორც თბილისში, ასევე სოფლად და შესაბამისად 16,9% და 25,5% შეადგინა.

სიღარიბის აბსოლუტური მაჩვენებლის გამოქვეყნება წელს სტატისტიკის სამსახურმა პირველად დაიწყო. უწყებაში განმარტავენ, რომ აბსოლუტური მაჩვენებელი მსოფლიო ბანკის მეთოდოლოგიასთან არის დაახლოვებული.

“სიღარიბის დონე მცირედით გაიზარდა, მსგავსი ცვლიელბისას არსებით გაუარესებაზე საუბარი რთულია. შერჩევითი კვლევის პირობებში მციერ რყევები მუდმივად შესაძლოა იყოს. ბოლო წლებში სიღარიბის მაჩვენებლის კლების ტენდენცია ფართომასშტაბიან სოციალურ პროგრამებს უკავშირდებოდა, მათ შორის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას”, – ამბობენ საქსტატში. მათივე ინფორმაციით, მომდევნო წლის კვლევისას საქსტატი საყოველთაო აღწერის ახალი მაჩვენებლებით იხელმძღვანებლებს, რის შემდეგაც მაჩვენებელი კიდევ უფრო მიუახლოვდება არსებულ რეალობას.

მსოფოფლიო ბანკის ბოლო კვლევის მიხედვით, საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი 32,2%-ია, რაც მილიონ ადამიანზე მეტია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *