საქართველოში 37 ბრენდული სასტუმროს გახსნაა დაგეგმილი

საქართველოში 37 ბრენდული სასტუმროს გახსნაა დაგეგმილი

Galt&Taggart-ის ინფორმაციით, საქართველოში 11 ბრენდული სასტუმროს გახსნა, რომელიც 2016-2018 წლებში იყო დაგეგმილი ერთი წლით დაგვიანდა. თბილისში დაგეგმილი 14 სასტრუმროს გახსნიდან 2 სასტუმროს გახსნა გადავადდა, ბათუმში 4-ის, ხოლო საქართველოს სხვა რეგიონებში კი 5 სასტუმროს.  სასტუმროების გახსნის გადავადებას Galt&Taggart საარჩევნო წლით და ლარის გაუფასურებით ხსნის. 

მიუხედავად ამისა, 2017 წლის ბოლომდე, თბილისში საერთაშორისო სასტუმრო ნომრების რაოდენობა 1203 ოთახით გაიზრდება (+69,6%), ბათუმში კი 224 ოთახით (24,1%). 

ჯამში თბილისში 19 საერთაშორისო ბრენდული სასტუმროს გახსნა იგეგმება, 9 სასტუმროში ბათუმში, დამატებით 9-ის კი საქართველოს სხვა რეგიონებში. 

საერთაშორისო ბრენდული სასტუმროების ყურადღების ცენტრში უმეტესად თბილისი, აჭარა და კახეთი ხვდება. 

გასულ წელს საქართველო 2 საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო შეემატა. Maqro Construction-მა თბილისში ახალი სასტუმრო Ibis Styles გახნა, ხოლო ბათუმში კი Wyndham Hotel გაიხსნა. 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *