SES-ი ერთ წელიწადში 21%-ით ზრდის სატელიტური მაუწყებლობის წვდომას საქართველოში

SES-ი ერთ წელიწადში 21%-ით ზრდის სატელიტური მაუწყებლობის წვდომას საქართველოში

კომპანია SES-ის („ევრონექსტ“ პარიზისა და ლუქსემბურგის საფონდო ბირჟა: SESG) მიერ გაკეთებული განცხადების შესაბამისად, ტექნიკური თვალსაზრისით კომპანიის მოცვა საქართველოში 455 000 ტელემაყურებელ ოჯახამდე გაიზარდა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 5%-იან ზრდას წარმოადგენს. SES-ის პირდაპირი თანამგზავრული მაუწყებლობა (direct-to-home, DTH) ერთ წელიწადში 21%-ით გაიზარდა და ამჟამად ის 141,000 ოჯახს ემსახურება.

SES-ის მიერ ყოველწლიურად განხორციელებული ბაზრის კვლევის – „Satellite Monitor“-ის 2016 წლის ბოლოს გამოქვეყნებული შედეგები ცხადყოფს, რომ თანამგზავრი უდაოდ სატელევიზიო სიგნალის მიღების წამყვანი საშუალებაა საქართველოში და ტელემაყურებელი ოჯახების 47%-ს ანუ 510 000-ზე მეტ DTH (პირდაპირი თანამგზავრული მაუწყებლობა) ოჯახს პირდაპირი გზით მიეწოდება. SES-ი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ბაზარზე, რადგან გააჩნია წვდომა 455 000 ტელემაყურებელ ოჯახზე (პირდაპირი სატელიტური მაუწყებლობის (DTH) და საკაბელო და IPTV ტელევიზიის მქონე ოჯახების ჩათვლით), რაც გასულ წელთან შედარებით 5%-იან ზრდაზე მიუთითებს. SES-ი მომსახურებას უწევს დაახლოებით 124 000 ოჯახს, რომლებიც „მაგთისატის“ სატელევიზიო აბონენტებს წარმოადგენენ.

საქართველოში გამოსახულების მაღალი ხარისხი სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება და ეს ინტერესი ქვეყნის მასშტაბით HDTV-ოჯახების 11%-იანი ზრდით არის გამოხატული. თანამგზავრის წყალობით მაღალი გარჩევადობის ტელევიზიით (HDTV) მოსარგებლე ტელემაყურებელი ოჯახების რიცხვი 158,000-მდე გაიზარდა, რაც გასულ წელთან შედარებით 11%-იან ზრდაზე მიუთითებს. SES-ი საქართველოში თანამგზავრული HDTV-ოჯახების 34%-ს (54,000 ოჯახი) ემსახურება, რაც 54%-იან ზრდას წარმოადგენს.

ცნობიერება ულტრა მაღალ გარჩევადობასთან (UHD) დაკავშირებით მსოფლიო მასშტაბით იზრდება და UHD-ის განვითარების ეს გლობალური ტენდენცია ასევე შესამჩნევია საქართველოშიც. მაშინ, როდესაც 2015 წელს საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 27%-მა იცოდა, თუ რა იყო ულტრა მაღალი გარჩევადობა, ხოლო 9%-ს ჰქონდა UHD ტელევიზორი, 2016 წელს სახეზეა საკმაოდ მკვეთრი ზრდა მოსახლეობის ორივე კატეგორიაში. ამჟამად, მოსახლეობის უკვე 37%-მა იცის, თუ რა არის ულტრა მაღალი გარჩევადობა და 15% კი ფლობს ამ ტიპის ტელევიზორს.

„Satellite Monitor“-ის კვლევა კიდევ ერთხელ ცხადყოფს და ადასტურებს იმ ფაქტს, რომ თანამგზავრი ციფრული სამაუწყებლო ინფრასტრუქტურის საყრდენს წარმოადგენს“, – განაცხადა ჰაკან სიოდინმა, SES-ის გაყიდვების ვიცე-პრეზიდენტმა სკანდინავიის, ბალტიისპირეთისა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში. „SES-ი კვლავაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოში ციფრული ტელევიზიის განვითარებაში და ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ უკეთესი ხარისხის გამოსახულებისადმი სწრაფვის ტენდენცია შენარჩუნდება და მომავალშიც მოახდენს ვიდეო ბაზრის სტიმულირებას.“

თანამგზავრი ევროპაში სატელევიზიო სიგნალის მიღების წამყვანი საშუალებაა და მას პირდაპირი წვდომა აქვს ტელემაყურებელი ოჯახების 35%-ზე (88 მლნ). შედეგები ასევე ადასტურებს SES-ის წამყვან როლს ევროპაში, რადგან თანამგზავრული ტელევიზიის მქონე ევროპული ოჯახების 70%-ს SES-ის თანამგზავრები ემსახურება. ამას გარდა, SES-ი არაპირდაპირი წვდომის წყალობით, უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს რეგიონში საკაბელო ტელევიზიის მფლობელთა 94%-ის და IPTV ტელევიზიის მფლობელთა 90%-ის სიგნალით უზრუნველყოფის საქმეში.

შედეგები ცხადყოფს, რომ ევროპაში იმ ოჯახების რაოდენობა, რომლებიც მაღალი გარჩევადობის (HD) კონტენტით სარგებლობენ, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში თითქმის გაორმაგდა, რაც 10%-ით აჭარბებს 2015 წლის ბოლო პერიოდის მონაცემებს. SES-ი დღეისათვის 93 მილიონ მაღალი გარჩევადობის ტელევიზიით (HDTV) მოსარგებლე ოჯახს ემსახურება, რაც ევროპის თანამგზავრული HDTV ოჯახების 78%-ს შეადგენს.

ბოლო წლების განმავლობაში ევროპაში Ultra HD ეკრანების რაოდენობა თანდათანობით გაიზარდა. თუ მათი რაოდენობა 2014 წელს 6 მილიონს შეადგენდა, 2016 წელს ეს მაჩვენებელი გასსამაგდა და 17 მილიონს გაუტოლდა. გასული წლის ბოლოსთვის ევროპის ოჯახების თითქმის 7% უკვე აღჭურვილია ულტრა HD ეკრანით.

SES-ის ტექნიკური წვდომა მსოფლიო მასშტაბით 325 მილიონ ტელემაყურებელ ოჯახამდე გაიზარდა. ეს რიცხვი აჭარბებს 2015 წლის მონაცემებს და ნიშნავს ტელემაყურებელი ოჯახების რაოდენობის ზრდას რვა მილიონით, ასევე 18%-იან საერთო ზრდას 2012 წლის მაჩვენებლებთან მიმართებაში.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *