სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი უჩვენებს, თუ რამდენად ძვირდება/იაფდება სამრეწველო პროდუქციის წარმოება საქართველოში. აღნიშნული ინდექსი მიმდინარე წლის მარტში წინა თვესთან (თებერვალთან) შედარებით 1.4%-ით შემცირდა, ხოლო 2016 წლის მარტთან შედარებით 9.1%-ით არის გაზრდილი. 2010 წელთან შედარებით კი დღეს პროდუქციის წარმოება 34%-ით მეტ დანახარჯს მოითხოვს.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის წარმოება 8.6%-ით გაძვირდა. მათ შორის, საკვები პროდუქტების (სასმელების ჩათვლით) და თამბაქოს წარმოება გაძვირდა 7.8%-ით, ლითონის მზა ნაწარმის წარმოება 38.4%-ით, რეზინისა და პლასტმასის ნაწარმი 12.7%-ით, ელექტროენერგიის, წყლის და აირის წარმოება და განაწილება 10.6%-ით. ტექსტილისა და ტექსტილის ნაწარმის წარმოება 23.1%-ით გაიაფდა.
დატოვე კომენტარი