31 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მთავრობას 4.5 მილიარდი დოლარის საგარეო სახელმწიფო ვალი აქვს. აქედან 3.3 მილიარდი დოლარი საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე არსებული ვალია, 500 მლნ დოლარი ევროობლიგაციებით აღებული ვალია, ხოლო სხვადასხვა ქვეყნების მთავრობების მიმართ პირდაპირ დავალიანებაზე 750 მლნ დოლარის ვალი მოდის.
ყველაზე მეტი სახელმწიფო საგარეო ვალი საქართველოს გერმანიის მიმართ აქვს – 256.8 მლნ დოლარი. შემდეგ მოდის იაპონოა 193.4 მლნ დოლარით. მესამე ადგილზე საფრანგეთია 89.5 მლნ დოლარით, ხოლო მეოთხეზე რუსეთია 79 მლნ დოლარით.
საერთაშორისო ორგანიზაციებს რაც შეეხება, საქართველოს ყველაზე მაღალი ვალი (1.2 მილიარდი დოლარი) განვითარების საერთაშორისო ასოციაციის (IDA) მიმართ აქვს. შემდეგ მოდის აზიის განვითარების ბანკი (ADB) 939 მლნ დოლარით. მესამე ადგილზე რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკია (IBRD) 683 მლნ დოლარით.
ცხრილი: საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი ქვეყნების მიმართ:
ქვეყანა | მილიონი აშშ დოლარი |
სულ | 748.6 |
გერმანია | 256.8 |
იაპონია | 193.4 |
საფრანგეთი | 89.5 |
რუსეთი | 79.0 |
ყაზახეთი | 27.8 |
აშშ | 25.0 |
თურქეთი | 18.8 |
კუვეიტი | 13.6 |
ავსტრია | 11.7 |
სომხეთი | 11.3 |
აზერბაიჯანი | 9.8 |
ირანი | 7.6 |
ჩინეთი | 2.6 |
ნიდერლანდები | 1.1 |
დანარჩენი ქვეყნები | 0.6 |
დატოვე კომენტარი