მიმდინარე წლის ნოემბერში საქართველოს სახელმწიფო ვალის მოცულობა 480 მლნ ლარით გაიზარდა და 14.4 მილიარდ ლარს მიაღწია. სახელმწიფო ვალის ზრდა საშინაო ვალის ზრდამ და ლარის გაუფასურებამ განაპირობა. ოქტომბერში საშინაო სახელმწიფო ვალი 51 მლნ ლარით გაიზარდა. დოლარში გამოსახული საგარეო სახელმწიფო ვალი 46 მლნ დოლარით შემცირდა, მაგრამ ლარის გაუფასურების გამო, ლარში გამოსახული საგარეო ვალი 429 მლნ ლარით გაიზარდა.
30 ნოემბრის მდგომარეობით საგარეო სახელმწიფო ვალი 11 165 მლნ ლარი, ხოლო საშინაო სახელმწიფო ვალი 3 191 მლნ ლარია.
საქართველოს სახელმწიფო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ დაახლოებით 43%-ია. 2014 წელს აღნიშნული მაჩვენებელი მშპ-ის 35.6%, ხოლო 2012 წლის ბოლოს 32.6 იყო%.
დატოვე კომენტარი