საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი კიდევ უფრო შემცირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, მიმდინარე წლის ოქტომბერში, წინა წლის ოქტომბერთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 1.3%-ით გაიზარდა. სექტემბრის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1.5% იყო. პირველი ათი თვის (იანვარ-ოქტომბრის) ეკონომიკურმა ზრდამ 2.5% შეადგინა.
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 2.6%-ით გაიზარდა, მეორე კვარტალში 3.0%-ით, მესამე კვარტალში კი 2.2%-ით. 2016 წლისთვის, ჯამში, საქართველოს მთავრობა 3%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს.
დატოვე კომენტარი