სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი უჩვენებს, თუ რამდენად ძვირდება/იაფდება სამრეწველო პროდუქციის წარმოება საქართველოში. აღნიშნული ინდექსი მიმდინარე წლის ივნისში წინა თვესთან (მაისთან) შედარებით 2%-ით შემცირდა, ხოლო წინა წლის მაისთან შედარებით 6%-ით არის შემცირებული. 2010 წელთან შედარებით კი დღეს პროდუქციის წარმოება 20%-ით მეტ დანახარჯს მოითხოვს.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის წარმოება 9%-ით გაიაფდა. მათ შორის, საკვები პროდუქტების (სასმელების ჩათვლით) და თამბაქოს წარმოება გაიაფდა 6%-ით, ცელულოზა-ქაღალდის მრეწველობა და საგამომცემლო საქმიანობა 9%-ით, ხოლო ტექსტილისა და ტექსტილის ნაწარმის წარმოება 30%-ით. ხე-ტყის დამუშავება და ხის ნაწარმის წარმოება 30.2%-ით გაძვირდა. 17.6%-ით გაძვირდა ელექტროენერგიის, წყლის და აირის წარმოება და განაწილება.
დატოვე კომენტარი