მაისში უცხოური ვალუტის რეზერვები 115 მილიონი დოლარით გაიზარდა

მაისში უცხოური ვალუტის რეზერვები 115 მილიონი დოლარით გაიზარდა

2016 წლის მაისში საქართველოს ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვები 115 მილიონი დოლარით (5.1%-ით) გაიზარდა. გასულ თვეში სავალუტო აუქციონზე ეროვნულმა ბანკმა 140 მილიონი დოლარი შეისყიდა, რამაც გადაფარა შიდა სამთავრობო კონვერტაციები და რეზერვები გაიზარდა. 2013 წლის ოქტომბრის ბოლოდან (როდესაც ლარის კურსის გაუფასურების პირველი ნიშნები გამოჩნდა) 2016 წლის მაისის ჩათვლით სავალუტო რეზერვები 520 მილიონი დოლარით (18%-ით) არის შემცირებული.

2016 წლის 31 მაისის მდგომარეობით საქართველოს უცხოური ვალუტის ოფიციალურმა რეზერვმა 2.367 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 1.6 მილიარდი დოლარი ფასიან ქაღალდებშია განთავსებული, ხოლო 0.7 მილიარდი ნაღდი უცხური ვალუტა და დეპოზიტებია.

გრაფიკი – უცხოური ვალუტის ოფიციალური რეზერვების ტენდენცია, მლნ აშშ დოლარში:

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *