სახელმწიფო ვალის სიდიდე განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რამდენი არის ვალი პროცენტულად ქვეყნის ეკონომიკის (მთლიანი შიდა პროდუქტის) მიმართ. მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) უჩვენებს რამდენი აქვს შემოსავალი მთლიანად ქვეყანას. რაც უფრო განვითარებულია ქვეყანა ეკონომიკურად, შეუძლია უფრო მეტ ვალს მოემსახუროს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2015 წლის მონაცემებით, დღეს ყველაზე მაღალი სახელმწიფო ვალი იაპონიას აქვს, მშპ-ის 246%, რაც დოლარებში 10 ტრილიონზე მეტია. მეორეზეა საბერძნეთი, მშპ-ის მიმართ 178%-ით, დოლარებში კი მისი ვალი 348 მილიარდი დოლარია.
თუ ვნახავთ მხოლოდ ნომინალურ გამოსახულებაში (დოლარებში), მსოფლიოში ყველაზე მეტი სახელმწიფო ვალი აშშ-ს აქვს, მისი დავალიანება 19 ტრილიონ დოლარს უახლოვდება, თუმცა, მშპ-ს მიმართ 106%-ია.
ცხრილი – მსოფლიოს 10 ყველაზე დავალიანებული ქვეყანა:
ქვეყანა | მშპ–ის მიმართ, | მილიარდა შშ |
იაპონია | 248 | 10228 |
საბერძნეთი | 178 | 348 |
ლიბანი | 139 | 71 |
იტალია | 133 | 2408 |
პორტუგალია | 129 | 256 |
ერიტრია | 127 | 6 |
იამაიკა | 124 | 17 |
კაბო ვედრე | 119 | 2 |
ბუტანი | 116 | 3 |
კვიპროსი | 109 | 21 |
ბელგია | 106 | 484 |
აშშ | 106 | 18993 |
დატოვე კომენტარი