სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2015 წლის საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები გამოაქვეყნა, საიდანაც ვიგებთ, რომ გასულ წელს ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა (21%) სამთომომპოვებით მრეწველობაში დაფიქსირდა. მეორე ადგილზეა მშენებლობა 15.2%-ით, ხოლო მესამეზე საფინანსო საქმიანობაა 9.4%-ით.
ეკონომიკა შემცირდა ვაჭრობის (-0.3%), შინამეურნეობების საქმიანობის (-4.9%) დ დამამუშავებელი მრეწველობის (-4.9%) დარგებში.
2015 წელს საქართველოს ეკონომიკის ყველაზე მსხვილი დარგი ვაჭრობა იყო (16.6%). მეორე ადგილზეა მრეწველობაა (16.5%-ით), ხოლო მესამეზე ტანსპორტი და კავშირგაბმულობაა 10.7%-ით.
ცხრილი – საქართველოს ეკონომიკის ზრდა დარგების მიხედვით:
| ეკონომიკის დარგები | ზრდა, 2015 წ. | 
| სამთომოპოვებითი მრეწველობა | 21.0% | 
| მშენებლობა | 15.2% | 
| საფინანსო საქმიანობა | 9.4% | 
| სასტუმროები და რესტორნები | 7.4% | 
| ოპერაციები უძრავი ქონებით | 6.9% | 
| კავშირგაბმულობა | 5.0% | 
| ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება/განაწილება | 3.0% | 
| სოფლის მეურნეობა | 2.9% | 
| ტრანსპორტი | 2.9% | 
| ჯანმრთელობის დაცვა | 2.4% | 
| განათლება | 2.2% | 
| სახელმწიფო მმართველობა | 2.0% | 
| ვაჭრობა, ავტომობილების რემონტი | -0.3% | 
| შინამეურნეობების საქმიანობა | -4.9% | 
| დამამუშავებელი მრეწველობა | -4.9% | 
"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".














