Yahoo-ს მომხმარებელთა უსაფრთხოების სერვისს აძლიერებს

Yahoo-ს მომხმარებელთა უსაფრთხოების სერვისს აძლიერებს

SlashGear-ი, Yahoo-ს უსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელზე დაყრდნობით, ავრცელებს ინფორმაციას, რომ Yahoo! მომხმარებლებისათვის ახალ სერვისს აამუშავებს. იმ შემთხვევაში თუ კომპანიას გაუჩნდება ეჭვი, რომ მომხმარებელთა ანგარიშები კიბერთავდასხმის მსხვერპლი შეიძლება გახდეს და ამ ფორმით დაზიანდეს, მის მფლობელს გაფრთხილებას გაუგზავნიან.

კომპანიაში ფიქრობენ, რომ ახალი სერვისი მათ მომხმარებელებს დამატებითი თავდაცვის საშუალებას მისცემს. Yahoo!-ში ასევე ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ე.წ გაფრთხილებები თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ თავდასხმის შედეგად მომხმარებლის ანგარიშზე წვდომა მსურველს უკვე მიღებული აქვს. კომპანიაში ამ დრომდე ამუშავებენ მეთოდებს, როგორ შეიძლება ე.წ თავდასხმების გამოვლენა, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან ხდება. მიღებული გაფრთხილების შემდეგ მომხმარებლები შეძლებენ დამატებითი „ოფციები“ მიიღონ საკუთარი ანგარიშის მიმართ წვდომის გადასამოწმებლად და დააყენონ ახალი პაროლი, შეამოწმონ აქტივობის ისტორია, იმის დასაზუსტებლად გამოიყენა თუ არა ანგარიში სხვამ, გარდა მფლობელისა. დეკემბრის შუა რიცხვებში Twitter-მა მომხმარებლების ნაწილს გაუგზავნა შეტყობინება, რომ მათ ანგარიშებზე კიბერ შეტევა განხორციელდა. აქამდე მომხმარებელთა დაცვის მსგავსი სერვისი მხოლოდ Google-ს და Facebook-ს ჰქონდათ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *