სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი უჩვენებს, თუ რამდენად ძვირდება/იაფდება სამრეწველო პროდუქციის წარმოება საქართველოში. აღნიშნული ინდექსი მიმდინარე წლის ოქტომბერში წინა თვესთან (სექტემბერთან) შედარებით 1.4%-ით გაიზარდა, ხოლო წინა წლის ოქტომბერთან შედარებით 8.3%-ით არის გაზრდილი. 2005 წელთან შედარებით კი დღეს პროდუქციის წარმოება 80%-ით მეტ დანახარჯს მოითხოვს.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის წარმოება (7.8%-ით) გაძვირდა. მათ შორის, საკვები პროდუქტების (სასმელების ჩათვლით) და თამბაქოს წარმოება გაძვირდა 6.6%-ით, ცელულოზა-ქაღალდის მრეწველობა და საგამომცემლო საქმიანობა 33.7%-ით, რეზინისა და პლასტმასის ნაწარმის წარმოება 27.6%-ით და ხე-ტყის დამუშავება და ხის ნაწარმის წარმოება 14.1%-ით.
დატოვე კომენტარი