იზრდება თუ მცირდება საქართველოს საგარეო ვალი?

იზრდება თუ მცირდება საქართველოს საგარეო ვალი?

2015 წლის 31 მარტის მდგომარეობით, 2014 წლის ბოლოსთან შედარებით, საქართველოს საგარეო ვალი 151 მილიონი დოლარით შემცირდა და 13.4 მილიარდი დოლარი (30 მილიარდი ლარი) შეადგინა. თუმცა, ლარის გაუფასურების გამო, მნიშვნელოვნად გაიზარდა საგარეო ვალის მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობის მაჩვენებელი, რაც ვალის ტვირთის გამომხატველია. 31 მარტის მდგომარეობით, საქართველოს საგარეო ვალი 2015 წლის პროგნოზირებული მშპ-ის 98%-ია, 2014 წლის ბოლოს საგარეო ვალი მშპ-ს 86% იყო.

2015 წლის პირველ კვარტალში 177 მილიონი დოლარით შემცირდა მთავრობის საგარეო ვალი, ხოლო ეროვნული ბანკის ვალი 20 მილიონი დოლარით შემცირდა. 72 მილიონი დოლარით გაიზარდა კომერციული ბანკების საგარეო ვალი. 50 მილიონი დოლარით შემცირდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით არსებული კომპანიათაშორისი სესხები.

აღნიშნული სტატისტიკით ცხადია, რომ პირველ კვარტალში უცხოური ვალუტის მნიშვნელოვანი საკრედიტო რესურსის მოზიდვა მხოლოდ კომერციულმა ბანკებმა შეძლეს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *