სახელმწიფო საშინაო ვალი 2 816 მილიონ ლარამდე გაიზარდა

სახელმწიფო საშინაო ვალი 2 816 მილიონ ლარამდე გაიზარდა

მიმდინარე წლის მაისში სახელმწიფო საშინაო ვალი 2 816 მილიონ ლარამდე გაიზარდა. აპრილის ბოლოს საშინაო ვალი 2791 მილიონი ლარი იყო. ვალის ზრდას სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის დაფინანსება იწვევს. 2015 წელს სახელმწიფო ჯამში 600 მილიონი ლარის ვალს აიღებს და წლის ბოლოს ვალის სიდიდე 3 მილირდ ლარს გადააჭარბებს.

ვალის ზრდასთან ერთად იზრდება მისი საპროცენტო განაკვეთებიც. მაგალითად, 10–წლიანი ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთი თებერვლის შემდეგ 3.3% პუნქტით გაიზარდა და 13.8% შეადგინა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *